დიეტა ჯანმრთელობისათვის
დიეტოლოგები ჯანმრთელობისა და სილამაზისათვის შემდეგი სახის დიეტას გვთავაზობენ:
08:00 საათზე – უზმოზე, საწოლშივე 1 დიდი ჭიქა წყალი;
20 წთ–ის შემდეგ – 1 საშუალო ჭიქა ახლადგამოწურული გრეიფრუტის ან ფორთოხლის წვენი;
20 წთ–ის შემდეგ – 1ჭიქა უცხიმო რძიანი კაკაო + 1კოვზი თაფლით.
12:00 საათზე – ხილი ან ჩირი.
14:00 საათზე – 0.5კგ პომიდორი, 0.5კგ ხახვი, 0.5კგ სტაფილო და მწვანილს დაასხით 1.5 ლიტრი წყალი და ხარშეთ 20წთ – ის განმავლობაში. მიღებული სუფი გადაყვით 3 ნაწილად (გამოდის 3 დღის მარაგი). ამ სუფის წვენი 1/3 მიირთვით 3–ჯერ 10 წუთიანი შესვენებით.
16:00 საათზე – სუფის მოხარშული ბოსტნეული შეგემებული ზეთით, (ძმრი, ლიმნის წვენი, მწვანილი, მდოგვი გემოვნებით);
200გრ უმარილოდ მოხარშული საქონლის ან ფრინველის ხორცი (შეგიძლიათ შეაგემოთ ძმრით ან მდოგვით);
14 და 16-საათიანი ჭამები ყოველდღე უნდა შეანაცვლოთ.
ძილის წინ:
1 ჭიქა მაწონი ან კეფირი.
შუალედებში დალიეთ:
1ჭ წყალი +0.5 ლიმონი +1კოვზი თაფლი.
დღის განმავლობაში შეგიძლიათ აგრეთვე მიირთვათ 2 ნაჭერი უმარილო და უცხიმო ყველი და მწვანილი, რამდენიც გაგეხარდებათ. სასურველია, დიეტა გაიმეოროთ მხოლოდ 6 თვის შემდეგ.