ვარჯიში მეხსიერებას აუმჯობესებს
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეგულარული ვარჯიში მეხსიერებას აუმჯობესებს.
ადამიანის ტვინის ცენტრში არსებობს სტრუქტურა, სახელწოდებით – ჰიპოკამპი. ის ახალი მოვლენების დამახსოვრებაში გვიწყობს ხელს. ჰიპოკამპი ახალ ინფორმაციას შიფრავს და მას მოგვიანებით უპრობლემოდ ვიხსენებთ. ჰიპოკამპის გარეშე ადამიანები მხოლოდ შორეული წარსულის გახსენებას შეძლებდნენ.
რა იწვევს მეხსიერების გაუარესებას?
ადამიანის დაბერების კვალდაკვალ, მისი ჰიპოკამპიც პატარავდება. მეცნირებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ ტვინის ზოგიერთ დაბერებულ ნაწილში ახალი უჯრედები მაინც იბადებიან და იზრდებიან.
ნევროლოგ პიტერ შნაიდერის მტკიცებით, ყოველდღიური აერობიკა მეხსიერების გაუმჯობესებას ხელს უწყობს.
საქმე ის არის, რომ ვარჯიშის დროს ადამიანის ორგანიზმში ცილების რაოდენობა მატულობს, რაც ტვინში წარმოქმნილ ახალ ნეირონებს კვებავს და მათ ერთმანეთთან აკავშირებს. შედეგად, ტვინი ახალგაზრდავდება.