სასარგებლო რჩევები, ჯანმრთელი კვება

ორგანიზმის განტვირთვა ახალი წლის შემდეგ

ორგანიზმის გაწმენდა ახალი წლის შემდეგ ახალი წელი ძალიან რთული გასტრონომიული პერიოდია ჩვენი ორგანიზმისთვის. ეს დღესასწაული წარმოუდგენელია უგემრიელესი კერძებისა თუ სასუსნავის გარეშე, რასაც ჩვეულებისამებრ ორგანიზმის კალორიებისგან გადატვირთვა და წონის მატებაც მოსდევს. ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად აუცილებელია ე.წ. განტვირთვის დიეტა. ჩვენს ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება დეტოქსი.

გთავაზობთ მარტივ გზებს ორგანიზმის გასაწმენდად ახალი წლის შემდეგ.

დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი

წყლის დალევა დაგეხმარებათ ტოქსინების სხეულიდან გამოდევნაში. გარდა ამისა, წყალი ასევე ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და გეხმარებათ ცხიმების წვის პროცესში. შესაბამისად, ამცირებს გულის დაავადებების რისკსაც.

მიიღეთ უფრო მეტი ხილი და ბოსტნეული

ხილი და ბოსტნეული დაგეხმარებათ  მიიღოთ ნუტრიტები და ხელი შეუწყოთ ცხიმების მიღების პრევენციას.

მაგალითად, შეგიძლიათ შეინახოთ განტვირთვის ერთდღიანი დიეტა ვაშლით:

ვაშლის ხშირი მიღება ნაწლავებში სპეციალური სახის ბაქტერიების რაოდენობას ზრდის, რომლებიც ხელს უშლის ლპობის პროცესს და საჭმლის უკეთ გადამუშავებას უწყობს ხელს, შესაბამისად, ორგანიზმში ე.წ. საკვები ნარჩენები არ გროვდება, შედეგად კი, ჭარბი წონისგანაც ვიზღვევთ თავს. ამიტომაც, გირჩევთ. განტვირთვის დღეებისთვის შეიძინოთ 1,5 კგ ვაშლი (ეცადეთ ტკბილ ხილზე არ შეაჩეროთ არჩევანი) და დღის განმავლობაში საკვების ნაცვლად მიირთვით მხოლოდ ვაშლი, შესაძლებელია მისი შემწვარი სახითაც მიღება, მაგრამ აუცილებელია დღის განმავლობაში მიიღოთ მინიმუმ 1.5 ლიტრი წყალიც.

მიირთვით მარცვლეული

მაგალითად, მიიღეთ ყავისფერი ბრინჯი, რომელიც მდიდარია ბოჭკოთი. იგი დაგეხმარებათ სხეულიდან ტოქსინების გამოდევნაში.

განტვირთვის დღისთვის მზადება წინა საღამოს უნდა დაიწყოთ. 250 გრამი ბრინჯი ჯამში მოათავსეთ, გარეცხეთ, დაასხით ცივი წყალი, ისე რომ ბრინჯის ზედაპირი მთლიანად დაიფაროს და ასე დატოვეთ დილამდე. დილით კი, სითხე ახალმოდუღებული წყლით შეუცვალეთ და ნელ ცეცხლზე მოხარშეთ. მთელი დღის განმავლობაში მიიღეთ მინიმუმ 2 ლიტრი წყალიც.

დალიეთ თბილი წყალი ლიმონთან ერთად

ლიმონთან ერთად თბილი წყლის დალევა, თუ მას ერთ კოვზ თაფლსაც დაუმატებთ, ხელს შეუწყობს თქვენს ორგანიზმში მიმდინარე დეტოქსიკაციის პროცესს და შეუშლის ხელს ქოლესტერინის დონის გაზრდას.

თავი აარიდეთ შემწვარ საკვებს

შემწვარი საკვები მდიდარია კალორიებით. ასე რომ, თუ თქვენი მიზანი დეტოქსი გახლავთ, თავი აარიდეთ შემწვარ საკვებს.

მოიწყეთ განტვირთვის დღე კეფირით

ორგანიზმის დეტოქსის ერთ-ერთი საუკეთესო და ეფექტური საშუალება კეფირია.

განტვირთვისთვის შეგიძლიათ დაბალპროცენტიანი კეფირი დღეში დაახლოებით 5-6-ჯერ მიირთვათ. ვინაიდან კეფირი თავადაც თხევადია აუცილებელი არ არის ზედმეტი რაოდენობის წყალი მიიღოთ მთელი დღის განმავლობაში და შეგიძლიათ ის გაზგასული მინერალური წყლითაც ჩაანაცვლოთ. გახსოვდეთ, კეფირის განტვირთვის დღე შესაძლოა ორგანიზმისთვის ოდნავ უფრო მძიმე აღმოჩნდეს და თავი სუსტად იგრძნოთ, ამიტომ თუ საქმიანი შეხვედრა ან ხანგრძლივი მოგზაურობა გაქვთ დაგეგმილი, სჯობს ამ დიეტაზე უარი თქვათ.

უარი თქვით გაზიან სასმელებზე

შეეცადეთ სრულად შეწყვიტოთ გაზიანი სასმელის მიღება,რადგან იგი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, რაც გაზრდის ქოლესტერინის დონეს თქვენს სხეულში.

დაბოლოს, ივარჯიშეთ

ამ პროცესში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ვარჯიშს. ასე რომ, თუ სხეულის დეტოქსიკაცია გსურთ, აუცილებლად ივარჯიშეთ.