სასარგებლო რჩევები

ვარიკოზული დაავადება თუ ჯანმრთელი ფეხების სილამაზე

ვარიკოზული დაავადებაყოველ მესამე ადამიანს დედამიწაზე აწუხებს ქვედა კიდურების კანქვეშა ვენების ვარიკოზული დაავადება.

ქალებში ეს პრობლემა უფრო ხშირია და მწვავედ არის გამოხატული.

ვარიკოზული დაავადების განვითარების რისკ ჯგუფში შედიან: პირები ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია დიდხანს ჯდომასთან ან დგომასთან, უწევთ სიმძიმეების აწევა, ხმარობენ ვიწრო და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, ორსულებში, ჭარბწონიანებში.

ვხვდებით ვარიკოზული დაავადების მრავალ გამოვლინებას: დაწყებული ობობისებური ვენებით, “ყურძნისებური” ვარიკოზული კვანძებით, შეშუპებული და დამძიმებული ფეხებით, დამთავრებული ხანგრძლივად შეუხორცებელი ვენური წყლულებით. ეს გამოვლინებები წარმოადგენენ კოსმეტიკურ დეფექტს და თქვენს ყოველდღიურ ყოფას საკმაოდ არაკომფორტულს ხდიან – გიჭირთ სასურველი ტანისამოსის ტარება, საცურაო კოსტიუმის შერჩევა. ამავე დროს, თუ დროულად არ მიაკითხავთ ექიმს და სათანადო მკურნალობის მეთოდს არ შეარჩევთ, მდგომარეობა მძიმდება და საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა, რომელიც შემდგომში ულამაზო ნაწიბურებს ტოვებს.

ამ პრობლემების მარტივ და ეფექტურ მოგვარებას თქვენ მკურნალობის თანამედროვე მეთოდით-სკლეროთერაპიით- შეძლებთ.

სკლეროთერაპია -ამბულატორიული პროცედურაა, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათს მოიცავს. იგისაჭიროებს პროცედურამდე დიაგნოსტირებას და ტარდება ექიმ-ანგიოლოგის მიერ. სკლეროთერაპიის დროს დაავადებული ვენის სანათურში შეჰყავთ პრეპარატი – სკლეროზანტი – რომელიც იწვევს ვენის დახურვას და ფიბროზულ ჭიმად გადაგვარებას. პროცედურის შემდგომ პერიოდში აუცილებელია კომპრესიული წინდების ტარება და 1-2 საკონტროლო ვიზიტი ექიმთან. პროცედურა შესაძლებელია ჩატარდეს წლის ნებისმიერ დროს. ოპტიმალური პერიოდია შემოდგომა-ზამთარი და ადრეული გაზაფხული, რათა ზაფხულის პერიოდს უკვე „მომხიბვლელი ფეხებით“ შეხვდეთ. სკლეროთერაპია საშუალებას იძლევა მივაღწიოთ მომხიბვლელ კოსმეტიურ და სამკურნალო ეფექტს იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც საქმე გვაქვს საკმაოდ დიდ ვარიკოზულ ვენებთან, რომლებიც ადრე მხოლოდ ქირურგიული მეთოდებით იკურნებოდა.

მეთოდი არ საჭიროებს გაუტკივარებას, ნაკლებად ტრავმატულია და იძლევა განსაცვიფრებელ შედეგებს.

ამჟამად სკლეროთერაპიის მიღწევები საქართველოში უცხო ხილი აღარ არის, იგი დიდი წარმატებით ტარდება რამოდენიმე თანამედროვე კლინიკაში გამოცდილი ანგიოლოგების მიერ ევროპული ხარისხის სკლეროზანტებით.

რედაქციისგან: თბილისში აღნიშნული მეთოდით მკურნალობა შესაძლებელია ჩაიტაროთ შემდეგ კლინიკებში: კლინიკა „იუნონა“, “ნ. ბოხუას სახ. სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი”, ავერსის კლინიკა.