პლასტიკატის ჭურჭელი მავნეა
მეცნიერები ხშირად საუბრობენ პლასტიკატისგან დამზადებული ჭურჭლის მავნებლობაზე.
ამჯერად სპეციალისტებმა გამოიკვლიეს, რატომ არის პლასტიკატი მავნე და როგორ მოქმედებს ის ორგანიზმზე. გაირკვა, რომ პლასტიკატის ჭურჭელი ჯანმრთელობისთვის მართლა მავნეა, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის.
მეცნიერთა გამოკვლევების მიხედვით, პლასტიკატის ჭურჭელი მავნე ქიმიურ კომპონენტს შეიცავს. ეს ნივთიერება – ბისფენოლი, ბავშვთა თანდაყოლილი დეფექტების პროვოცირებას ახდენს, გარდა ამისა, უარყოფითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და კიბოს გამოწვევაც შეუძლია.
დანია პირველი ქვეყანაა, რომელმაც საკვებისთვის განკუთვნილ ჭურჭელში ამ ქიმიური ნაერთის გამოყენება აკრძალა.