სასარგებლო რჩევები

წყლის დალევასაც ცოდნა უნდა

წყლის დალევაყველაფერი ძალიან მარტივია – ორგანიზმის მიერ წყლის 10%–ის დაკარგვა ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება – როგორც ცვლის პროცესები, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედება ირღვევა.

ადამიანის სხეული მოსვენებით მდგომარეობაშიც კი, ჰაერის საშუალო ტემპერატურის დროს, ყოველდღიურად 2–2,5 ლიტრ წყალს კარგავს. ის შარდით, ნერწყვით, ოფლით, სუნთქვით გამოდის. მაშასადამე, ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანის მენიუში დღეში 2, 2,5 ლ სითხე აუცილებელია მხოლოდ იმისთვის, რომ თავი სამუშაო მდგომარეობაში შეინარჩუნოს.

რა დაემართება ადამიანს, თუ წყალი დააკლდება?

არსებობს ასეთი სტატისტიკა: წყლის 2%–ით უკმარისობისას იწყება უქეიფობა, 6–8%–ით – გულის წასვლა, 10%–ით – ჰალუცინაციები და კომა, ხოლო თუ ადამიანი 15–25% წყალს კარგავს, ეს ორგანიზმში შეუქცევადი პროცესების გარანტია და პიროვნება იღუპება.

ჩვენი ტვინი, რომელიც 85% წყლისგან შედგება, გაუწყლოების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. 1% წყლის დაკარგვამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ტვინის უჯრედების სიკვდილი, რომლებიც აღარ აღდგებიან.

მხედველობაში იქონიეთ: ხშირად თავის ტკივილი იმის სიგნალია, რომ ორგანიზმს წყალი არ ჰყოფნის. ამიტომ მაშინვე აბებს ნუ ჩაყლაპავთ, ჯერ ერთი ჭიქა სუფთა წყალი დალიეთ.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ახალდაბადებული ადამიანი 75% წყლისგან შედგება, ხოლო 95 წლის ასაკში წყლის მოცულობა ორგანიზმში სულ 25%–ია.

დასკვნა: თუ გსურთ, აქტიურობა და მხნეობა დიდხანს შეინარჩუნოთ, მეტი წყალი დალიეთ. რა თქმა უნდა, დღეგრძელობაში გენებსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ წყლის როლის გამორიცხვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მით უფრო, რომ თანამედროვე მეცნიერები დაბერების მთავარ მიზეზად სწორედ უჯრედების გამოშრობას ასახელებენ.

ოპტიმალური რაოდენობის სითხის განსაზღვრის ფორმულა, რომელიც ადამიანს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ესაჭიროება, მარტივია:

ნორმა – ეს არის 40 გრამი წყალი ადამიანის 1კგ წონაზე. ამ მოცულობის გაზრდა (1–2 ჭიქით) საჭიროა საუნის, რაციონში ცილების გაზრდის, ალკოჰოლისა და ყავის, თამბაქოს წევის, ძუძუთი კვების, გახშირებული სუნთქვის (ფიზიკური დატვირთვა, მაღალმთიანი პირობები) დროს. დაბოლოს, დღეში 2,5 ლ წყლის მოხმარებისას იმუნიტეტი 1,4%–ით მაღლდება.

გახსოვდეთ: წყლის დალევას ცოდნა სჭირდება. წყალი ოდნავ თბილი უნდა იყოს და უნდა დავლიოთ არა – სულმოუთქმელად, არამედ პატარა ყლუპობით.