უნივერსალური რეცეპტები ძალების აღსადგენად
როგორ მოვახერხოთ ძალების მობილიზება და დაკარგული ენერგიის დროულად აღდგენა?
გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც თავის სწრაფად მოწესრიგებაში დაგეხმარებათ:
თუ მთელი ღამე თვალიც ვერ მოხუჭეთ, მხოლოდ დილით ჩაგთვლიმათ, წინ კი დაძაბული სამუშაო დღე გელით, ძალების აღსადგენად:
- მიიღეთ კონტრასტული შხაპი;
- მიირთვით 1 ს/კ თაფლი და დალიეთ ცივი წყალი;
- 3-4 წუთის განმავლობაში ივარცხნეთ თმა;
- იპოვეთ კვირისტავთან პატარა ჩაღრმავება და ცერა თითით 1-2 წუთის განმავლობაში იზილეთ;
- სამსახურში მისვლისთანავე სავარძელში ჩაჯექით, მაგრად დახუჭეთ თვალები, ორივე ხელის თითები გადააჯვარედინეთ და სხეული დაჭიმეთ.
როცა მნიშვნელოვანი სამსახურებრივი შეხვედრა გელით:
– ყინულით ან ცივ წყალში დასველებული ხელსახოცით კარგად დაიზილეთ კისრისა და ყელის მიდამოები – ასეთი ქმედებით, ყურადღების უკეთ კონცენტრირებას შეძლებთ;
– რამდენჯერმე მოხარეთ და გაშალეთ თითები – უკეთ განეწყობით სამუშაოდ;
როცა უსიამოვნო შეხვედრა გელით:
– დაიმახსოვრეთ, რომ ამ დროს ძალზე მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თავდაცვა. საუბრის დროს, ხელები და ფეხები გადააჯვარედინეთ და არავითარ შემთხვევაში არ უყუროთ თანამოსაუბრეს თვალებში.
როდესაც შინაგანად აფორიაქებული ხართ:
– დასამშვიდებლად ცივი წყალი დალიეთ;
– 1-2 წუთის განვალობაში ისრისეთ ჯერ ყურის ბიბილოები, შემდეგ – ნიჟარები; ბოლოს კი კისერი დაიზილეთ.
თუკი სამუშაო დღის ბოლოს თავს გამოფიტულად იგრძნობთ, შინ კი თქვენს ყურადღებას და სითბოს მონატრებული ოჯახის წევრები გელიან:
– ჩამოირეცხეთ მთელი დღის უარყოფითი ემოციები კონტრასტული შხაპის დახმარებით;
– 5 წუთით მაინც წამოწექით, დახუჭეთ თვალები და ეცადეთ, არაფერზე იფიქროთ;
– რამდენჯემე მოხარეთ და გაშალეთ თითები, რაც ყურადღების კონცენტრირებაში დაგეხმარებათ;
– რამდენჯერმე დახუჭეთ და გაახილეთ თვალები.
დაბოლოს: არასდროს დაიძინოთ ვინმეზე ნაწყენმა ან ნაჩხუბარმა. თუ დამნაშავე ხართ, ყოველთვის დროულად მოიხადეთ ბოდიში. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ მშვიდად დაძინებას.
საინტერესო ფაქტი: რუსი იმპერატორი ეკატერინე ნერვიულობის დროს, პირში წყალს იგუბებდა და სასახლის ფოიეში მანამ მიდი-მოდიოდა, ვიდრე არ დამშვიდდებოდა.