კურორტული მკურნალობა

ურეკი

ურეკიურეკი ქალაქის ტიპის დასახლებაა ოზურგეთის რაიონში. იგი მდებარეობს შავი ზღვის ნაპირზე, 4 კმ სამხრეთით მდინარე სუფსის შესართავიდან და 20 კმ სამხრეთით ფოთიდან.

აქ ზამთარი ძალიან რბილია, უთოვლო, ზაფხული კი მეტად თბილი.ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია ზღვისპირის რბილი კლიმატი და ზღვა.

სანაპიროს ქვიშა მნიშვნელოვანი  რაოდენობით შეიცავს მაგნიტურ რკინას, რაც  მიჩნეულია დამატებით სამკურნალო ფაქტორად.

კურორტი ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში და შეუძლიათ იმკურნალონ ავადმყოფებმა , რომლებსაც აწუხებთ, სისხლის მიმოქცევის ორგანოთა, ნერვული სისტემისა და სუნთქვის ორგანოების (არატუბერკულოზური ხასიათის) დაავადებები, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, სანაღვლე და საშარდე გზების ფუნქციებისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლა.