კურორტული მკურნალობა

ბალნეოლოგიური კურორტი უჯარმა

ბალნეოლოგიური კურორტი უჯარმათბილისიდან 25 კილომეტრში,  საგარეჯოს რაიონში, მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი უჯარმა.

სამკურნალო კურორტის  უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია უნიკალური თვისებების მქონე იოდ-ბრომიანი სამკურნალო მინერალური  წყლები,  რომელიც 2600 მეტრი სიღრმიდან ამოდის. იოდბრომიანი ნატრიუმჰიდროკარბონატიანი წყალის მიღება დიდხანს არ შეიძლება, მისი გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით უნდა მოხდეს.

სპეციალისტების თქმით, ამ წყლის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იოდი და ბრომი იშვიათად შედიან  ერთმანეთთან რეაქციაში, უჯარმაში კი სწორედ იოდბრომიანი წყალია – რაც ბუნებაში ძალიან იშვიათია.

ბალნეო-თერაპიული მკურნალობა შესანიშნავ შედეგს იძლევა შემდეგი დაავადებების დროს:

  • პოლიოსტეოართროზი, ოსტეოხონდროზი (მარილების დაგროვება), სპონდილოზი, პონდილოართროზი, რევმატიზმი, რევმოპოლიართრიტი; მიოკარდიოდისტროფია კომპენსაციის სტადიაში; ჰიპერტონული დაავადება; თრომბოფლებიტი; პერ. ნერვული სისტემის დაავადებები (რადიკულიტი); ცენტრ. ნერვული სისტემის დაავადებები (ვეგ.დისტონი; საშვილოსნოსა და მისი დანამატების ქრ.ანთებები); კანის დაავადებები (მშრალი ეგზემა, ფსორიაზი); ენდარტერიტი და სხვ.

იოდ-ბრომიან წყლების სამკურნალო ზეგავლენას პლუს დაბალი მთის ჰავა საუცხოო ეფექტს იძლევა პერიფერიული ნერვული სისტემის და გულ-სისხლძარღვთა  სისტემის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში.

სანატორიუმს დამსვენებლებს სეზონურად მაისის პირველი რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდე სტუმრობენ.