კურორტული მკურნალობა

ბათუმი

ბათუმიბათუმი საქართველოს შავი ზღვისპერეთის სამხრეთით მდებარე ქალაქი-კურორტი, აჭარის დედაქალაქი, მსხვილი ნავსადგური, მდებარეობს თბილისიდან 350 კმ-ის დაშორებით. მას აღმოსავლეთიდან ეკვრის შავშეთისა და მესხეთის ქედები.

ქალაქი – კურორტის მცენარეულობა მეტად მდიდარი და მრავალფეროვანია, აქ წარმოდგენილია უპირატესად სუბტროპიკული ჯიშები.

ბათუმის კლიმატი თბილი და ნოტიოა, რაც აიხსნება მისი მდებარეობით ნოტიო სუბტროპიკულ ზონაში. საშუალო წლიური ტემპერატურა +14,5  გრადუსია.

ბათუმში მდებარეობს ბოტანიკური ბაღი, თეატრი, ოპერა, მუზეუმები, ბულვარი, კინოთეატრი და მრავალი ატრაქციონი.

კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია კლიმატოთერაპია და ზღვაში ბანაობა. ეს ფაქტორები დადებითად მოქმედებენ სასუნთქი გზების არატუბერკულოზურ, ნერვული სისტემის ფუნქციურ და გულსისხლძარღვთა დაავადებებზე.