პურის სარგებლიანობა
როგორც წესი, როდესაც ადამიანები დიეტას იწყებენ, პირველი პროდუქტი, რაზეც ისინი უარს ამბობენ, ეს პურია. სინამდვილეში, პურის პროდუქტები რაციონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც შეიცავს ორგანიზმითვის ყველაზე მნიშვნელოვან ნივთიერებებს:
- ამინომჟავებს;
- ნახშირწყლებს;
- ვიტამინებს;
- ცილებს;
- ცხიმებს;
- ბოჭკოებს.
ზუსტად ამ მიზეზით, უგუნურება იქნება პურზე სრულიად ვთქვათ უარი.
უმჯობესია, უპირატესობა მივანიჭოთ მსხვილად დაფქვილი ფქვილით დამზადებულ პროდუქტებს. ასეთ პურში სასარგებლო ნივთიერებებისა და მიკროელემენტების ბევრად მეტი რაოდენობა ნარჩუნდება.
მსხვილად დაფქვილი მარცვეულის პური ბოჭკოების წყაროა, რომელიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენციისთვის არის სასარგებლო.
ხორბლის პური
ხორბლის პური მაინცდამაინც სასარგებლო არა არის. ამ პროდუქტის 100 გრამი შეიცავს 270 კკალს და 2.9 ცხიმს. ხორბლის პურს ორგანიზმი სწრაფად ითვისებს, ნახშირწყლები შედიან სისხლძარღვებში და გლუკოზის გამონაბოლქვებში, რაც ხელს უწყობს მადის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, ხორბლის თეთრ პურს ახასიათებს უამრავ წებოვნება, რასაც მივყავართ ე.წ. ზარმაცი ნაწლავის სინდრომთან.
ჭვავის პური
ეს რუხი პურია. იგი ძალიან მაღალი რაოდენობით შეიცავს ბოჭკოებსა და ლიზინს (ამინომაჟავა). ჭვავის პური ორგანიზმიდან გამოდევნის მავნე ნივთიერებებს, სასარგებლოა ავიტამინოზის, შაქრიანი დიაბეტის, ყაბზობის დროს. პურის ეს სახეობა აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. თუმცა, ამ პურს აქვს უკუჩვენებაც მაღალი მჟავიანობის დროს. თუ პური 100%-ით ჭვავისგან არის დამზადებული, ის ორგანიზმისა და კუჭისთვის მძიმე იქნება. იმისათვის, რომ საჭმლის მონელების პროცესი შემსუბუქდეს, ჭვავს ხორბლის ფქვილსაც უმატებენ, ამიტომაც ორგანიზმი მას კარგად ითვისებს. ასეთი პური კი სასარგებლოა.
წიწიბურას პური
რუხი პურის კიდევ ერთი სახეობა, რომელიც მაღალი ხარისხით შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ამინომჟავებს. წიწიბურას პური მდიდარია კალიუმით, ფოსფორით, რკინით, თუთიით, სელენით, მარგანეცითა და მანგანუმით, ანტიოქსიდანტებით, B და E ვიტამინებით. ეს პური სასარგებლოა სისხლძარღვებით დაავადებულთათვის.
მარცვლეულის პური
შეიცავს კალიუმს, ნატრიუმს, ფოსფორს, იოდს, რკინას და კალციუმს, დიდი რაოდენობით В, А, Е, და РР ჯგუფის ვიტამინებს. დადებითად მოქმედებს მეტაბოლურ პროცესებზე, ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზებას.
ქატოს პური
ეს პურიც ბევრი რაოდენობით შეიცავს ბოჭკოებს, მინერალებს, ვიტამინებს, ცილებს. აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს ალერგენებს და ტოქსინებს. იგი ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის დაავადებების განვითარებას, ხოლო ხელს უწყობს წონის კორექციას, ამიტომ მას დიეტურ პურს უწოდებენ.
უსაფუარო პური
ეს რუხი პური მკვრივია. ის მრავლად შეიცავს В, РР ჯგუფის ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს. არანაირად არ ვნებს ნაწლავის მიკლოფორას, პირიქით ხელს უწყობს მის მუშაობას, ასევე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები. სამწუხაროდ, უსაფუარო პურს ხშირად ქიმიურ დანამეტებს უკეთებენ, იმისათვის, რომ პურის სუნი და გამო გააძლიერონ. მაგალითად, ამატებენ კარბონიუმის კარბონატს, რომელიც ორგანიზმისთვის საშიშია.
პური გაღივებული მარცვლეულისგან
ესეც რუხი პურია, რომელიც მრავლად შეიცავს C და E ვიტამინებს, ასევე თიამინს (thiamine) და საკვებ ბოჭკოებს. იგი ასუფთავებს სხეულს, ბლოკავს მავნე ნივთიერებების გავრცელებას სისხლის მიმოქცევის სისტემაში, შთანთქავს მათ და შლის ბუნებრივად. დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, კანსა და თმის სტრუქტურაზე, ამცირებს ქოლესტერინს.