მსოფლიოს ხალხთა სიცოცხლის ელექსირები
“სხეულის ძალა მცენარეთა წვენშია” – წერდა რამდენიმე საუკუნის წინ ჩინელი იმპერატორი და ექიმი შინ ნონი.
უძველესი დროის მეცნიერები, ფილოსოფოსები, მკურნალები ცდილობდნენ გაეგოთ, ადამიანები რატომ ავადმყოფობდნენ და კვდებოდნენ. ისინი დღეგრძელობის საიდუმლოებებს ეძებდნენ. მათი ბრძნული რეცეპტებით დღესაც შეგვიძლია ვისარგებლოთ.
ახალგაზრდობის ელექსირი (ინდოეთი)
2 თავი დაქუცმაცებული ნიორი 1 ლიტრ რძეში მოხარშეთ და 1 საათი გააჩერეთ. რამდენიმე მიღებაზე მცირე ყლუპობით დალიეთ.
სასმელი წყალი (ტიბეტი)
სამლიტრიან ქილაში მთის ბროლი, ნაცრისფერი და ვარდისფერი კვარცი, ამეთვისტო, სარდიონი მოათავსეთ. წინასწარ გაფილტრული ადუღებული წყალი დაასხით და 8–11 საათი მზეზე დადგით. ყოველდღიურად თითო ჭიქა 2–3–ჯერ დალიეთ, მიღება თანდათან დღეში 5–6–მდე გაზარდეთ. ბიოლოგიურად აქტიური წყალი შეგიძლიათ გამოიყენოთ გარეგანი დანიშნულებისთვის: გაიწმინდეთ კანი, კანის დასარბილებლად და ნაოჭების გასასწორებლად, დამწვრობისა და ჭრილობის მოსაბანად კომპრესები გაიკეთეთ. წყალი გრილ ადგილას ინახება.
ახალგაზრდობის ელექსირი (უკრაინა)
400 გრამი ნიორი გაასუფთავეთ, გარეცხეთ და გახეხეთ. შემდეგ 24 ლიმონის წვენი გამოწურეთ. ლიმონისა და ნივრის წვენები შეურიეთ, ქილაში გადაიტანეთ და თავი მარლით მოუკარით. მომზადებული ნარევის 1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა ანადუღარ გრილ წყალში გახსენით და თითო ჩაის კოვზი 1–2 კვირა მიიღეთ. გამოყენების წინ ქილის შიგთავსი შეანჯღრიეთ.
ჯანმრთელობის სასმელი (ჩინეთი).
ბოთლში 400 მლ არაყი ჩაასხით, წვრილად დაჭრილი ნიორით ყელამდე აავსეთ, ბნელ და გრილ ადგილას 15 დღე დადგით. ნაყენი წვნიან კერძებში თითო ჩაის კოვზი ჩაუმატეთ.