სტრესი – უნაყოფობის მიზეზი
თურმე ქალებს, რომლებიც ბევრს ნერვიულობენ, ბუნებრივი ჩასახვის 12%-ით ნაკლები ალბათობა აქვთ, ვიდრე მათ, ვინც სიმშვიდეს ინარჩუნებს.
თუმცა მეცნიერთა მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს ჰიპოთეზა მხოლოდ 35 წელს გადაცილებულ ქალებზე ვრცელდება, რომლებსაც დაორსულების შანსი ისედაც მცირე აქვთ.
გამოკვლევაში, რომელიც ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალურმა ინსტიტუტმა ჩაატრა 18-დან 40 წლამდე ასაკის 24 ქალი მონაწილეობდა.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შფოთვის ჰორმონი ფალოპის მილებში სისხლის მიწოდებას აფერხებს, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს საკვერცხეებში სპერმატოზოიდების მოძრაობას.
გამოკვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, წამყვანმა სპეციალისტმა ალან პეისმა, კვლევის შედეგებს შემაშფოთებელი უწოდა.
“ქალები გაწონასწორებულები და შეძლებისდაგვარად მშვიდები უნდა იყვნენ, ნერვული ფონი და სტრესი ნაყოფის ჩასახვას უშლის ხელს, – ამბობს მეცნიერი, – წყვილებს, რომლებსაც შვილის გაჩენა სურთ, ვურჩევდი, არ დაგეგმონ ჩასახვა და არ ინერვიულონ ორსულობის დაგვიანების გამო, იცხოვრონ მშვიდად – პატარა თვითონვე ჩაისახება”.