სასარგებლო რჩევები

С ჰეპატიტი და თირკმლის პრობლემები

С ჰეპატიტი და თირკმლის პრობლემებიС ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირება ზრდის თირკმლის კიბოს განვითარების რისკს, დაასკვნეს ექიმებმა ჰენრი ფორდის საავადმყოფოდან (აშშ).

ათწლიანი პერიოდის განმავლობაში 67 ათასი პაციენტის მონაცემებზე დაყრდნობით, მედიკოსებმა შეამჩნიეს, რომ С ჰეპატიტის მქონე ავადმყოფთა 0,6%-ს შემდგომ განუვითარდა თირკმლის სიმსივნე.

ისეთი ფაქტორების კონტროლის შემდეგ, როგორიცაა ასაკი, სქესი, რასა და თირკმელების დაავადებების არსებობა, С ჰეპატიტის ინფექცია თითქმის ორჯერ ზრდიდა თირკმელებში ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს.

კვლევა ამტკიცებს, რომ С ჰეპატიტის ვირუსი იწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას, რომელიც სცილდება მხოლოდ ღვიძლის დაზიანების ფარგლებს. ამასთან, ჰეპატოლოგების თქმით, გამოკვლეულ პაციენტთა უმრავლესობას აღენიშნებოდა ღვიძლის მხოლოდ მინიმალური დისფუნქცია.

მედიკოსების აზრით, ის ადამიანები, რომლებსაც გამოვლენილი აქვთ თირკმლის კიბო, აუცილებლად უნდა იქნენ გამოკვლეული С ჰეპატიტზე. სპეციალისტები თვლიან, რომ ნაადრევია С ჰეპატიტის ვირუსის მატარებელთა აუცილებელი გამოკვლევა ონკოლოგიური დაავადებების არსებობაზე, მაგრამ ისინი რეკომენდაციას უწევენ ასეთ პაციენტებს უფრო ზედმიწევნით მიადევნონ თვალყური საკუთარ ჯანმრთელობას და საწყისი პროფილაქტიკური გასინჯვები მაინც ჩაიტარონ.
უნდა აღინიშნოს, რომ С ჰეპატიტის განკურნება შესაძლებელია შემთხვევათა ნახევარში. ამასთან, აღმოჩენილი იქნა, რომ С ჰეპატიტის მქონე თირკმლის კიბოთი დაავადებულ პაციენტთა საშუალო ასაკი მნიშვნელოვნად ნაკლები იყო, ვიდრე იმ ონკოლოგიური პაციენტებისა, რომლებსაც ჰეპატიტი არ ქონდათ.