წყალი დაგეხმარებათ
1. თუ გშიათ, ჯერ ერთი ჭიქა წყალი დალიეთ. წყურვილს ხშირად შიმშილის გრძნობად აღიქვამთ. ეს მარტივი ღონისძიება უფრო უკეთ დაგეხმარებათ გახდომაში, ვიდრე ბევრისასწაულმოქმედი აბი.
2. დღეში ორი ლიტრი წყალი მაინც დალიეთ. ონკანის წყალი ჯერ გაყინეთ, მერე გაადნეთ. თუ ასე მოიქცევით, პლასტიკური ქირურგის დახმარება დიდხანს არ დაგჭირდებათ. გამლღვალი წყალი ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, ასევე სილამაზის შენარჩუნებაში გვეხმარება.
3. ყოველ დილით უზმოზე ერთი ჭიქა წყალი დალიეთ. დილით შთანთქმული ეს 200 მილილიტრი არა მხოლოდ საჭმლის მონელების პროცესს არეგულირებს, ყაბზობის პრობლემის გადაჭრასაც ეხმარება და სახის ფერს ძვირად ღირებულ კრემებზე არანაკლებ აუმჯობესებს.
4. თვითმფრინავით მგზავრობის წინ ყოველთვის დალიეთ ერთი-ორი ჭიქა წყალი. ეს ორგანიზმს ფრენის დროს გაუწყლოების, ხოლო შემდეგ ცუდი განწყობის დაძლევაში დაეხმარება.
5. გაციების დროს ყოველ საათში ყლუპობით დალიეთ წყალი – ავადმყოფობა გაქრება.