დიეტა

ფრანგული დიეტა

ფრანგული დიეტაინტერნეტის განვითარებასთან ერთად ქსელის მომხმარებლები ხშირად უზიარებენ ერთმანეთს სხვადასხვა გამოცდილებას, მათ შორის ერთ-ერთი აქტუალური სიმსუქნესთან ბრძოლის საკითხია.

ამჯერად გთავაზობთ უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ რჩევებს, რომლებიც წამყვანი დიეტოლოგების მიერაა შედგენილი.

შეცვალეთ კვების რაციონი:
უარი თქვით ცხიმიან, მარილიან და საფუვრიან პროდუქტებზე. სამაგიეროდ, კვების რაციონში ჩართეთ დიდი რაოდენობით ახალი ხილი და ბოსტნეული, რომლებიც მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ცილებითა და ნახშირწყლებით. გახსოვდეთ, რომ ნახშირწყლების გადამუშავებისას იმაზე მეტი კალორია იწვება, ვიდრე ჩვენი ორგანიზმი ვახშმიდან ითვისებს. ასევე აუცილებელია დილით საუზმე, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ საღამოს ჩვეულებრივზე უფრო მეტი არ ჭამოთ, ამიტომ სასურველია, დილით ორგანიზმი კალორიებით 20 %-ით მაინც მოამარაგოთ. დილა შეგიძლიათ ხილით ან ბოსტნეულის სალათით დაიწყოთ.

ძალიან პოპულარული და სასარგებლოა სილამაზის ფრანგული სალათი, რომელიც შემდეგნაირად შეგიძლიათ მოამზადოთ:

აიღეთ 3 სუფრის კოვზი შვრია, დაამატეთ მცირეოდენი ადუღებული წყალი და 1 საათის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ ერთი სუფრის კოვზი რძე ან იოგურტი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ერთი ცალი გახეხილი ვაშლი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და ლიმონის რამდენიმე წვეთი დაასხით.

წვნიანებზე უარს ნუ იტყვით:
დიეტოლოგების აზრით, წვნიანით ჭამის დაწყება მადას კლავს. თუ ერთ თეფშ ნაკლებცხიმიან წვნიანს მიირთმევთ, მალე დანაყრდებით და, რაც მთავარია, ორგანიზმიც ნაკლებ კალორიას აითვისებს. ასევე კარგია “სუპპიურე” – ბოსტნეულის ნახარში. იგი სასარგებლოცაა და მხოლოდ 70 კალორიას შეიცავს.

რაციონიდან პურს ნუ ამოიღებთ:
დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ წონაში მომატების მიზეზი, როგორც ხშირად გვგონია, სულაც არ არის პური. უბრალოდ, პურზე წასმული კარაქის სქელი ფენა, ჯემი, ლორი და ძეხვი იწვევს წონაში მატებას. ამიტომ თქვენი ორგანიზმისთვის უმჯობესია, თუ კვებით რაციონში ჩართავთ თევზის, ხილისა და ბოსტნეულის ბუტერბროდებს.