სასარგებლო რჩევები, სიახლეები

როგორ მოქმედებს მარიხუანა ჯანმრთელობაზე

გთავაზობთ ინფორმაციას, როგორ მოქმედებს მარიხუანა კონკრეტული ორგანოების ფუნქციონირებაზე – რა გავლენას ახდენს მისი რეგულარული მოხმარება ადამიანის ორგანიზმზე, ფსიქიკურ ჯამრთელობასა და სქესობრივ ცხოვრებაზე;

  • ცნობისთვის, მარიხუანა კანაფის გამხმარი, დაფხვნილი ფოთლებისა და ყვავილებისგან მზადდება. მის შემადგენლობას წარმოადგენს –  ტჰდ (ტეტრაჰიდროკანაბინოლო – tetrhydrocannabinol). 

სარგებელი და ზიანი ფილტვებისთვის

მეცნიერთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ტჰდ-ს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები, მოწევისას, ღრმად ჩასუნთქვით ხდება ფილტვების გააფართოება. მეცნიერთა მეორე ნაწილი კი თვლის, რომ კანაფის მოწევას ისეთივე ნეგატიური ეფექტი აქვს, რაც გააჩნია თამბაქოს კვამლს.

კანადელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარიხუანას კვამლში 20-ჯერ მეტი ამიაკია, ვიდრე ჩვეულებრივი თამბაქოს კვამლში. 2012 წლის გამოკვლევების მიხედვით, მარიხუანას რეგულარულად და ხანგძლივად  გამოყენება ფილტვების ქრონიკულ დაავადებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ტჰდ ერთის მხრივ ხელს უშლის სიმსივნის ზრდას, კვამლს, რომელიც მარიხუანას მოწევის დროს გამოიყოფა, კანცეროგენული ეფექტი აქვს.

გული

კანაბიდოილი, რომელიც კანაბისის არაფსიქოაქტიური კომპონენტია, ხელს უშლის მიოზიტის ან ჩონჩხის კუნთების ანთებითი დაზიანების განვითარებას. ეს  მდგომარეობა გამოხატულია კუნთების ტკივილით, რაც ხშირად ემართებათ სპორტსმენებს. Cannabidiol საშუალებას იძლევა სპორტსმენებმა  სწრაფად მოიხსნან კუნთების და ტრავმების შედეგად მიღებული ტკივილი. მაგრამ არსებობს რისკები, რომლებიც დაკავშირებულია გახშირებულ გულისცემასა და სუნთქვის უკმარისობასთან. ამიტომ შეჯიბრის წინ სპორტსმენებმა მარიხუანის მოწევისგან თავი უნდა შეიკავონ, რათა ვარჯიშის დროს გულის შეტევა არ დაემართოთ.

ტვინი

Cannabis  ტვინის უჯრედებზე ანთების საწინააღმდეგოდ მოქმედებს,  რაც მას განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს  ხდის ალცჰეიმერთან საბრძოლველად და სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების წინააღმდეგ.

ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტჰკ და სხვა კომპონენტები, რომელსაც მარიხუანა შეიცავს, ხელს უწყობს იმ ჭარბი ტოქსიკური პროტეინის – ბეტა-ამილოიდის გამოდევნას, რაც იწვევს ანთებას და ანადგურებს ტვინის ნერვულ უჯრედებს.

აღმოჩენა გახდა ის, რომ კანაბინოიდებს გააჩნიათ იგივე ეფექტი, რაც ენდოკანაბინოიდებს – კავშირებს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი დამოუკიდებლებად აწარმოებს ტვინში სიგნალების გადასაცემად. ასევე, მკვლევარებმა გამოავლინეს, რომ ენდოკანაბინოიდები, ისევე როგორც კანაბინოიდები იცავენ ნერვულ უჯრედებს ბეტა-ამილოიდების ჭარბად წარმოქმნისგან. მეცნიერთა ეს დასკვნები შეიძლება გარღვევა აღმოჩნდეს ალცჰაიმერის საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნის თვალსაზირისით, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ან შეანელოს მისი პროცესი.

სქესობრივი ცხოვრება 

მარიხუანა ამაღლებს ლიბიდოს და აუმჯობესებს ორგაზმს, – ასე ფიქრობს სექსოთერაპევტი იენ კერნერი. ნარკოტიკი სექსუალური აქტის დროს სტიმულს აძლევს – ოქსიტოცინს, რომელიც პასუხისმგებელია სიამოვნების შეგრძნებაზე და  პარტნიორთან ურთიერთობას უწყობს ხელს. მაგრამ არსებობს ასევე სხვა გამოკვლევები, რომლის მიხედვითაც მარიხუანა მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. 2015 წელს, დაადგინეს, რომ მარიხუანას რეგულარული მოხმარება ამცირებს სპერმატოზოიდების რაოდენობას და მათ აქტივობას. გარდა ამისა, კანაბისი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს.

ძილი

არსებობს მარიხუანას სახეობები „ინდიკა“ და „სატივა“. დაძინებაში ადამიანს სწორედ „ინდიკა“ ეხმარება და არა „სატივა“, რადგან პირველი ადუნებს, ხოლო მეორე ასტიმულირებს. მაგრამ კანაფი, მოქმედებს არა მარტო სწრაფად დაძინებაზე, არამედ ძილის ხარისხზეც. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებითაც მეცნიერთა აზრები იყოფა. მარიხუანა ახანგრძლივებს ე.წ. ნელ დელტა-ძილის მესამე სტადიას, რომლის დროსაც ორგანიზმი მთლიანად მოდუნებულია და ისვენებს, მაგრამ ამავდროულად ანელებს ღრმა დელტა-ძილის მეოთხე სტადიას, როცა სიზმრებს ხედავთ და ტვინი „განახლების“ პროცესშია. ბუნებრივი ძილის  მუდმივი დარღვევა, სადაც მესამე სტადია მთლიანად ძილის 5-8% გრძელდება, ხოლო მეოთხზე – 10-15%,  საბოლოო ჯამში უძილობას იწვევს. ასე რომ ყოველ საღამოს, ძილის წინ მარიხუანას მოწევა დაგეხმარებათ დაისვენოთ ფიზიკურად, მაგრამ სამაგიეროდ ვერ აღიდგენთ მენტალურ ძალებს .

ფსიქიკური ჯანმრთელობა

ადამიანის ორგანიზმის ენდოკანაბინოიდური სისტემა პასუხისმგებელია სტრესისა და შფოთვის დონის რეგულირებაზე. რადგანაც, კანაბინოიდებს ენდოკანაბინოიდების მსგავსი ეფექტი აქვთ, ამ მხრივ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მარიხუანასაც აქვს დამამშვიდებელი თვისებები.

ტჰდ, რომელიც მცენარის ყველაზე ფსიქოატიური კომპონენტია, თავისი სტრუქტურითა და მოქმედებით ანანდამიდის  (ანანდამიდი – იწვევს ბედნიერების და სიხარულს გრძნობას) ქიმიური ნივთიერების მსგავსია და შფოთვის დონეს ამცირებს. მაგრამ მარიხუანას გავლენა ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე, არც ისე ცალსახაა. ძველი კვლევებით, ბალახს შეეძლო გამოეწვია მოკლევადიანი პარანოია, ასევე შესაძლოა ფსიქიკური აშლილობის და შიზოფრენიის გამომწვევიც იყოს.  მაგრამ მოგვიანებით ჩატარებულ კვლევების მიხედვით, კანაფი არ ზრდის არც ფსიქიკური აშლილობის საგანგაშო სპექტრს, არც აფექტურ მდგომარეობას და დეპრესიას. თუმცა, 2016 წლის ერთ-ერთი გამოკვლევით დადგინდა, რომ მარიხუანას მუდმივი გამოყენება ზრდის ალკოჰოლზე, ნიკოტინსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას.