სასარგებლო რჩევები

ცელულოზა – მცენარეული უჯრედისი

ცელულოზა – მცენარეული უჯრედისიცელულოზა მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი ნივთიერებაა, რომელიც შეუცვლელია საჭმლის ნორმალური მონელებისთვის. მისი წყარო მხოლოდ და მხოლოდ მცენარეული სურსათია.

უჯრედისი მცენარეული ქსოვილების ძირითადი საშენი მასალაა, მისი უხეში საფუძველი, ჩონჩხი, რომელიც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გავლისას არსებითად არ იცვლება – უმნიშვნელო გარდაქმნას განიცდის, თუ არ ჩავთვლით პირის ღრუში კბილებით მის მექანიკურ დაქუცმაცებას.
ვინაიდან ცელულოზა არ გარდაიქმნება, მისგან ორგანიზმიც ვერაფერს ითვისებს, ამიტომ მას საკვები ნივთიერებების რიცხვს არ მიაკუთვნებენ.

მას კვებით ღირებულებას შემდეგი თვისებები ანიჭებს:

  • არ მოინელება და ამიტომ ნაწლავებს უკეთ მუშაობას აიძულებს;
  • უჯრედისით მდიდარი საკვების რეგულარული მიღებისას საგრძნობლად მცირდება ნაწლავების ინფექციური და ონკოლოგიური დაავადებებით დასნებოვნების რისკი;
  • უჯრედისი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს;
  • ცელულოზის მთავარი ღირსება ის არის, რომ მისი მიღებისას ადამიანი სწრაფად ნაყრდება და ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღების სურვილი აღარ უჩნდება.
  • იკლებს მიღებული კალორიების რაოდენობა, იზრდება ორგანიზმში ვიტამინების, მიკროელემენტებისა და მინერალური ნივთიერებების კონცენტრაცია.