სასარგებლო რჩევები

დახმარება ბენზინით მოწამვლისას

ბენზინი

მძიმე მოშხამვას იწვევს მაღალოქტანური, ეთილირებული ბენზინი, რომელსაც ხარისხის გასაუმჯობესებლად ტეტრაეთილტყვია აქვს დამატებული.

სახიფათოა მისი შემთხვევით გადაყლაპვა რეზინის მილით წუწვნის დროს, ორთქლის შესუნთქვა და კანზე მოხვედრაც.

მწვავე მოშხამვის ნიშნებია: საერთო სისუსტე, თავბრუ, თავის ტკივილი, გულისრევა, მეტყველების მოშლა, მხედველობის გაორება, ბარბაცით სიარული. მძიმე შემთხვევებში ვითარდება კრუნჩხვები და ავადმყოფი გრძნობას კარგავს.

დახმარება: მოწამლული სუფთა ჰაერზე უნდა გავიყვანოთ, კანი საპნით და თბილი წყლით ჩამოვბანოთ.

თუ ბენზინი შინაგანად არის მიღებული, საჭიროა კუჭის სასწრაფოდ ამორეცხვა, სასაქმებელი საშუალებების მიცემა.