სასარგებლო რჩევები

ხანმოკლე და ხანგრძლივი სტრესი

ხანმოკლე და ხანგრძლივი სტრესისტატისტიკის მიხედვით, ჩვენს ცხოვრებაში კონფლიქტები და სკანდალები უფრო მეტია, ვიდრე მოლაპარაკებები და დისკუსიები.

საერთოდ, რატომ ვდაობთ?

კონფლიქტის აღმოცენების მიზეზი მრავალია: განსხვავებული შეხედულებები, ინტერესები, სურვილები, იმედები; ურთიერთობის ნაკლებობა და ინფორმაციის არარსებობა; ჯგუფების დაპირისპირება; სხვისი გასაჭირის არგაზიარება, მძიმე ხასიათი.

სკანდალი და კონფლიქტი სხვადასხვაა
კონფლიქტი და სკანდალი ერთი და იგივე არ არის. სკანდალი უარყოფითი ემოციების უსისტემო ამოფრქვევაა (“გაბრაზებულმა ჭურჭელი დავამტვრიე, ნატეხების აკრეფისას თითი გავიჭერი”; “უფროსს დავუყვირე, მეორე დღეს გათავისუფლების თაობაზე განცხადება გამაცნეს”).

კონფლიქტი ორი თვალსაზრისის შეჯახებაა. ის შეიძლება ჭადრაკის პარტიასავით ლამაზად გაითამაშოთ და საჭირო შედეგს მიაღწიოთ.

დავა ჯანმრთელობას ვნებს?
უდავოდ, ნებისმიერ კონფლიქტს ემოციურ და ფიზიკურ დანაკარგამდე მივყავართ. სისხლში ადრენალინის ჭარბად გადასროლა ხდება, წნევა ხტუნაობს, პულსი აჩქარებულია, ხელები ცახცახებს და ეს მხოლოდ ხილული გამოვლენაა.

საუკეთესო ვარიანტია შეთანხმების მშვიდობიანი გზით მიღწევა, ხოლო პრობლემის წაყრუება–მიჩუმათება კონფლიქტის “ქრონიკულ სტადიაში” გადასვლით იმუქრება. სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ ქრონიკული სტრესი უფრო მავნეა, ვიდრე მძაფრი, მაგრამ ხანმოკლე. ის ორგანიზმის დამცავ ძალებს ჭიასავით ღრღნის. ამიტომ გულისწყრომის მუდამ შენახვა არ შეიძლება. ადრე თუ გვიან შეიძლება შეუფერებელ მომენტში გარეთ ამოხეთქოს.

მნიშვნელოვან საკითხებში დათმობას კარგი არაფერი მოაქვს. თქვენს ჩუმ მსხვერპლს ღირსეულად მაინც ვერ შეაფასებენ.

გაღიზიანების გარეშე

გულისწყრომა, ბრაზი და მტრობა ურთიერთობის დამანგრეველი ფაქტორებია. თუმცა იგივე ემოციები შეიძლება პოზიტიური გარდაქმნების ბაზად იქცეს, თუ მათი ენერგიით გონივრულად ვისარგებლებთ. ჭექა–ქუხილის შემდეგ ჰაერი ყოველთვის გრილი და სუფთაა.

დაიცავით მარტივი წესები:

მეორე მხარის დასჯის ან ყველაფერში მისი დადანაშაულების სურვილს სძლიეთ; შეამოწმეთ, თქვენს შეხედულებებში შურისძიების ელემენტები ხომ არ არის; დაფიქრდით, თქვენი მოქმედება სიტუაციას რითი გააუმჯობესებს.

ეცადეთ, უსიამოვნო სიტუაციების განმეორებას გაექცეთ. თავს უთხარით: “ჩემი ემოციები უნდა ჩავახშო”. ამავდროულად ოპონენტს აცნობეთ: “ვხედავ, ერთმანეთს უფრო ვაღიზიანებთ. მოდით, ყველაფერი წარსულში დავტოვოთ და მეტად აღარ მივუბრუნდეთ”. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ამ ადამიანთან ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ.

საინტერესო ინფორმაცია

ხანმოკლე სტრესი იმუნიტეტს აძლიერებს, ქრონიკული (მათ რიცხვში ფარული) – ვნებს. გარდა ამისა, მწვავე სტრესი “ბოლომდე ბრძოლის” რეაქციას ააქტიურებს და ხშირად მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს.

დავა და ნერვული შენჯღრევა ნაადრევ სიბერეს არ იწვევს, პირიქით, თავის მობილიზაციას ეხმარება. შედეგად ახალგაზრდა და ლამაზი დიდხანს დარჩებით.

ქრონიკული სტრესი შაკიკის პროვოცირებას ახდენს და ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას აჩქარებს.

ფარული სტრესი ის ჭიაა, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას წლიდან წლამდე ხრავს.
სტრესის დროს წნევის ავარდნას შეიძლება ინსულტი მოჰყვეს, მაგრამ აქ მთავარია არა სტრესი, არამედ მასზე რეაქცია. ამიტომ კონფლიქტის სწორად წარმართვა მეტად მნიშვნელოვანია.