უშაქრო დიაბეტის მიზეზები
უშაქრო დიაბეტი იშვიათი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ძლიერი წყურვილით და დიდი რაოდენობით დაბალი ხვედრითი წონის მქონე შადრის გამოყოფით.
რა შეიძლება იყოს უშაქრო დიაბეტის მიზეზები – ამ დაავადებას საფუძვლად უდევს ანტიდიურეზული ჰორმონის – ვაზოპრესინის უკმარისობა, ან მის მიმართ რეზისტენტობა. უფრო ხშირად ავადდებიან 18-15 წლის ასაკში.
ეტიოლოგიური და პათოგენეზური მექანიზმების მიხედვით გამოყოფენ უშაქრო დიაბეტის ორ ფორმას:
1. პირველადი უშაქრო დიაბეტი – იგი შესაძლოა იყოს შთამომავლობითი ან აღმოცენდეს სპონტანურად (თავისთავად). დაავადების ამ ფორმის დროს ჰიპოთალამუსსა და ჰიპოფიზში ორგანული ცვლილებები არ ღინიშნება.
2. მეორადი უშაქრო დიაბეტი – იგი დაკავშირებულია ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის დაზიანებასთან: ანოქსიური ენცეფალოპათია, ქირურგიული ჩარევა, ინფექციური დაავადებები (ვირუსული ბუნების ენცეფალიტი, ტუბერკულოზი, ათაშანგი), თავის ქალას ტრავმა, ტვინის შერყევა, თავის ტვინის სიმსივნეები (კრანიოფარინგიომა, მენინგიომა, ჰიპოფიზის ადენომა), სარძევე ჯირკვლის მეტასტაზები ჰიპოთალამურ უბანში.
უშაქრო დიაბეტი, შესაძლოა, განვითარდეს ორსულობის მესამე ტრიმესტრში და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ის ხშირად ასოცირებულია პრეეკლამფსიასთან და ღვიძლის დისფუნქციასთან.
უშაქრო დიაბეტის კლინიკური ნიშნებია: პოლიურია ანუ დიდი რაოდენობით შარდვა – დიურეზი დღეში 5-6 ლიტრი და მეტია, ზოგჯერ ის აღწევს 20 ლიტრსაც. გაძლიერებული წყურვილი; პოლიდიფსია ანუ წყურვილის პათოლოგიური გაძლიერება; საერთო სისუსტე; ხშირი შარდვა; წონაში დაკლება; კანის სიმშრალე; კუჭის გაფართოება და დაწევა; შარდის ბუშტის ზომის გადიდება; მოზარდებში – ზრდაში ჩამორჩენა და მეორადი სასქესო ნიშნების გვიანი ჩამოყალიბება; ბავშვებში ხშირია შარდის შეუკავებლობა;
უშაქრო დიაბეტის მკურნალობას ატარებს მხოლოდ პროფესიონალი ექიმი.