რჩევები ჰიპოტონიკებისთვის
თუ სწრაფად იღლებით, ხშირად გტკივათ თავი, ზოგჯერ გული მიგდით, გაიზომეთ წნევა და თუ დაბალი აღმოჩნდა, ჰიპოტონია გქონიათ.
წნევა რომ დაარეგულიროთ:
- დილა დაიწყეთ კონტრასტული შხაპით, რომელიც გააუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, გაამაგრებს სისხლძარღვებს, შეგმატებთ მხნეობას;
- იარეთ ფეხით, იცურავეთ, ივარჯიშეთ და თავს უკეთესად იგრძნობთ.
არ დაგავიწყდეთ ბუნებრივი მასტიმულირებელი საშუალებები:
ელეუტეროკოკის, ლიმონურას, ჟენშენის ნაყენი (1ჩ/კ მცენარე: 1ჩ/კ მლაშე წყალი). ან შეიძინეთ აფთიაქში მზა ნაყენი, დალიეთ ფინჯანი ყავა, დააყოლეთ პატარა ყველის ნაჭერი და თავს უკეთ იგრძნობთ.
თუმცა, უმჯობესია, თვითმკურნალობის დაწყებამდე, კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს.