ტოქსიკური ჩიყვი
დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი (ასევე ცნობილია, როგორც ფლაიან-ბაზედოვ-გრეივსის დაავადება) ხასიათდება ფარისებრი ჯირკვლის გადიდების ფონზე მისი ფუნქციის არანორმალური გაძლიერებით, კერძოდ თირეოიდულ ჰორმონთა ჭარბი გამომუშავებით. ყველაზე ხშირად ამის მიზეზი აუტოიმუნური დარღვევებია.
დიფუზური ტოქსიური ჩიყვისთვის დამახასიათებელია:
- ემოციური აგზნებადობის გაძლიერება,
- კიდურებისა და სხეულის კუნთების ცახცახი;
- გაძლიერებული ოფლიანობა;
- სითბოს აუტანლობა;
- გულისცემის სიხშირის სტაბილური მატება;
- დეფეკაციის გახშირება;
- სხეულის მასის შემცირება;
- საერთო სისუსტე;
- შრომის უნარის მნიშვნელოვნად დაქვეითება;
ცვლილებები მხედველობის ორგანოების მხრივ:
- თვალის ნაპრალების გაფართოება;
- ქუთუთოების შეშუპება;
- თვალის კაკლების წინ წამოწევა;
- თვალებიდან ცრემლდენის მომატება;
- წვის შეგრძნება;
- გაწითლება და ა.შ.
- გულის რიტმის მოშლა, ძირითადად მოციმციმე არითმიის სახით;
- სისხლის მიმოქცევის უკმარისობა.
დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება:
- ულტრაბგერითი გამოკვლევის მეთოდი – ექოსკოპია – ის ფარისებრი ჯირკვლის გადიდების ნებისმიერი ხარისხის შესაფასებლად ყველაზე საიმედო თანამედროვე საშუალებაა;
- ლაბორატორიული გამოკვლევები ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე;
- ანამნეზი — კლინიკური ნიშნების არსებობა, განსაკუთრებით მისთვის
დამახასიათებელი ძირითადი ტრიადა (სიმპტომთა სამეული):
- ჩიყვი (ფარისებრი ჯირკვლის გადიდება);
- გადმოკარკლული თვალები;
- თაქიკარდია;
დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის სამკურნალოდ აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა არ მოხდეს მდგომარეობის დამძიმება და რაიმე გართულებები.