ნეფროზული სინდრომი
ნეფროზული სინდრომი წარმოადგენს კლინიკო-ლაბორატორიულ სიმპტომოკომპლექს, რომლისთვისაც დამახასიათებელია:
- გამოხატული, სტაბილური შეშუპება, ზოგჯერ ანასარკამდეც;
- პროტეინურია, რომელიც აღემატება 40 მგ/კვ.მ/სთ-ში ან 50მგ/კგ/წ./24სთ-ში;
- დილის შარდში კრეატინინისა და ცილის შეფარდების ინდექსი >200მგ/მმოლ-ზე;
- ჰიპოალბუმინემია (<25გრ/ლ), ჰიპერლიპიდემია.
ნეფროზული სინდრომის 85-90% შეადგენს ე.წ. ნეფროზული სინდრომი მინიმალური მორფოლოგიური ცვლილებებით.
დაავადება ხასიათდერბა კორტიკოსტეროიდული თერაპიისადმი მაღალი მგრძნობელობითა და მიუხედავად ხანგრძლივი მიმდინარეობისა, კეთილსაიმედო გამოსავლით.
ნეფროზული სინდრომისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები და ნიშნები:
დამადასტურებალი:
- შეშუპება, ჰიპერტენზიის (მაღალი წნევა) გარეშე;
- მაღალი პროტეინურია (ცილები შარდში) (>40მგ/კვმ/სთ), ღარიბი ნალექით;
- ჰიპოალბუმინემია (სისხლში ალბუმინის დაბალი დონე) (<25გ/ლ);
- ჰიპერქოლესტერინემია (სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე);
- თირკმლის ფუნქციის ნორმალური მაჩვენებელი;
- ნორმოკომპლემენტემია;
- კორტიკოსტეროიდული თერაპიის დადებითი ეფექტი.
ნეფროზული სინდრომის დიაგნისტიკისთვის გამოიყენება: პირველ 24 საათში:
- შარდის საერთო ანალიზი;
- სისხლის საერთო ანალიზი;
- სისხლის პლაზმაში: კრეატინინი, შარდოვანა, საერთო ცილა, ალბუმინი, ქოლესტერინი.
მკურნალობა აუცილებლად უნდა წარმართოს ექიმმა. ამ დროს თავისუფალი, წოლითი რეჟიმი არ არის ნაჩვენები, თუ ის არ არის ნაკარნახევი რაიმე გართულებით. აუცილებელია დიეტა — შეშუპების პერიოდში იზღუდება მხოლოდ სუფრის მარილი (1 გრამამდე დღეში). ცილის შეზღუდვა ან ჭარბი მიღება არ არის რეკომენდირებული. რემისიის პერიოოდში დიეტა არ ინიშნება.