კურორტული მკურნალობა

გომისმთა – ღრუბლებისა და ნისლების სამეფო

გომისმთა - ღრუბლებისა და ნისლების სამეფოგომისმთა თავისი სილამაზითა და უნიკალური ბუნებით, დღითიდღე პოპულარული ადგილი ხდება ქართველი და უცხოელი ტურისტებისთვის.

ამ საკურორტო ადგილს გააჩნია მინერალური წყლები, ტყე, სამკურნალო კლიმატი და სხვა ბუნებრივი რესურსები, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციისთვის, რადგან მისი უნიკალური პირობები ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ათვისებული.

გომისმთა გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყით (ნაძვი, სოჭი) და წყაროებით. მისი განუმეორებელი ბუნება და 2500 მეტრ სიმაღლეზე არსებული ჭინჭაოს ტბა საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს. კურორტი ასევე ცნობილია, როგორც ღრუბლებისა და ნისლების სამეფო, რაც გამოწვეული ტენიანი ჰავისგან. დამსვენებლები და მოგზაურები კურორტს ხშირად ამ მიზეზით სტუმრობენ, ადიან შემაღლებულ გორაზე საიდანაც თვალწარმტაცი ხედი იშლება.

გომისმთის ჰავას უნიკალური სამკურნალო თვისებები გააჩნია.

მისი სამკურნალო ჩვენებებია:

  • სუნთქვის ორგანოების არატუბერკულოზური ხასიათის დაავადებები;
  • ქრონიკული ბრონქიტი;
  • მშრალი ბრონქიტი;
  • მეზენტერიული ბრონქული და პერიფერიული ლიმფური ჯირკვლების ლიმფადენიტი;
  • ქრონიკული ტუპრტკულოზური ანთებითი პროცესების დახურული ფორმები;
  • რაქიტი;
  • მეორადი ანემია;
  • ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმები.

კურორტი შედის გურია-აჭარის ქედის შემადგენლობაში, მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრის სიმაღლეზე. რელიეფი მთაგორიანია, კლიმატი კი საშუალო მთის. ზამთარი ცივია და უხვთოვლიანი, ზაფხული — ზომიერად გრილი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -5°C, აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 13–18°C.

გომისმთა, როგორც ტერიტორიული ერთეული, შედის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში, ქალაქის ცენტრიდან დაშორებულია 33 კმ-ით.