სასარგებლო რჩევები

თავის ტკივილის უწამლოდ დამარცხების საშუალებები

თავის ტკივილითავის ტკივილი სერიოზული სიმპტომია, ამიტომ უმჯობესია ამ მოვლენას ზერელედ არ მიუდგეთ და ნევროპათოლოგთან ან თერაპევტთან კომპლექსური გამოკვლევა ჩაიტაროთ. თუ სპეციალისტები ვერავითარ ნევროლოგიურ პათოლოგიას ვერ აღმოაჩენენ, შეგიძლიათ ტკივილს საკუთარი ძალებით გაუმკლავდეთ.

ჯერ გაგაცნობთ, რისი გაკეთება არ შეიძლება, თუ თავის ტკივილი უცბათ აღმოცენდება.
არ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი აბები. ბევრ მათგანს ექოეფექტი აქვს, ანუ დროთა განმავლობაში ტკივილის შეტევის პროვოცირებას თავად იწყებენ.

არ მიიღოთ ალკოჰოლი, არ დალიოთ ყავა, არ მოსწიოთ სიგარეტი, თავი დელიკატესებით (შოკოლადი, ნიგოზი, კაკაო, ციტრუსები, წითელი ღვინო) არ გაანებივროთ. მათ ხანმოკლე ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვთ, შემდეგ კი მდგომარეობა უარესდება.

როგორ გაუმკლავდეთ შეტევას დამოუკიდებლად:

  1. დაწექით, თვალები დახუჭეთ და მოდუნდით. ტკივილი თავისით გაივლის;
  2. შუბლიდან კეფისკენ, ყურებისკენ, კისრისკენ თავის მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ;
  3. ოთახი კარგად გაანიავეთ ან სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ;
  4. ოთახი დააბნელეთ და ჰაერი სპეციალური მოწყობილობით ან სველი ჩვრებით დაატენიანეთ;
  5. თბილი აბაზანა მიიღეთ. წყალში ლავანდის, ლიმონის, პიტნის, მაიორანის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი და ზღვის მარილი დაუმატეთ. შეგიძლიათ ცხელი შხაპი მიიღოთ – ის თავისა და კისრის კუნთების სპაზმით გამოწვეულ თავის ტკივილს ასუსტებს. ფეხებისთვის მდოგვის აბაზანა გაიკეთეთ – ტვინში სისხლის წნევას აქვეითებს;
  6. პირსახოცში გახვეული ყინულის კუბიკები შუბლზე, საფეთქლებზე ან კეფაზე 10–15 წუთი დაიდეთ;
  7. საფეთქლებსა და კეფაზე მენთოლის მაზი (შეიძლება ვიეტნამის ბალზამი) წაისვით;
  8. უგაზო წყალი დალიეთ. ხშირად სპაზმები ორგანიზმის გაუწყლოების გამო აღმოცენდება;
  9. ჭამეთ რაიმე თბილი: წვნიანი, ფაფა. საკვების არარეგულარულად მიღება ხშირად თავის ტკივილს იწვევს. ეს დაკავშირებულია სისხლში გლუკოზის დონის მერყეობასთან;
  10.  მოუსმინეთ წყნარ, სასიამოვნო მუსიკას ან საინტერესო იუმორისტულ გადაცემას უყურეთ. სიცილის დროს გამოყოფილ ენდორფინებს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვთ;
  11. ნატურალური ქარვის მძივი ატარეთ – შაკიკს ებრძვის.