რეინოს დაავადების დროს
ვინაიდან რეინოს დაავადება სისხლძარღვების პრობლემით არის გამოწვეული, ხალხურ მედიცინაში მის სამკურნალოდ ხშირად სისხლძარღვების გაწმენდას მიმართავენ.
შინაურ პირობებში სისხლძარღვების გაწმენდა ამგვარად არის შესაძლებელი:
- ყოველ დილით, უზმოზე, დალიეთ 200-300 მლ ცხელი წყალი.
- გახეხეთ ლიმონი (კანიანად) და ერთი თავი ნიორი, ერთმანეთში აურიეთ, დაასხით 600 მლ ცივი წყალი და 2-4 დღე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე, 50 მლ.
- გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში 1 კგ ოხრახუშის ძირი, 1 კგ ნიახური (ძირიანად), 2 ცალი ლიმონი. ამ ყველაფერს დაამატეთ 1 ჭიქა თაფლი და აურიეთ. ნარევი შედგით მაცივარში და მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე, 2-3 სუფრის კოვზი.
- 5-6 წვეთი აფთიაქის სოჭის ზეთი ჩაასხით ცხელი (370C) წყლით სავსე აბაზანაში და 15 წუთით ჩაწექით. ამასთანავე, დილაობით მიიღეთ შაქრის ნატეხზე დაწვეთებული 1-2 წვეთი სოჭის ზეთი. გახსოვდეთ, ზეთი კბილის მინანქარს აზიანებს, ამიტომ ზეთიანი შაქრის ნატეხი სწრაფად უნდა გადაყლაპოთ.
- შესაძლებელია შემდეგი საშუალების გამოყენებაც: აიღეთ თანაბარი რაოდენობის ახალგამოწურული ხახვის წვენი და თაფლი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. ეს ნარევი მიიღეთ 3 კვირის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ, თითო სუფრის კოვზი ჭამამდე ან ჭამის დროს.