დიეტა

ჭამეთ და გახდით

ჭამეთ და გახდითწონის პრობლემა ბევრს აწუხებს. ადამიანები, განსაკუთრებით მანდილოსნები, კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე ათასგვარ დიეტას მიმართავენ. ეს არასწორია, რადგან შესაძლოა, ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენონ.

რა უნდა გავითვალისწინოთ დიეტის დაცვის დროს, რომ შედეგიც დამაკმაყოფილებელი იყოს და ჯანმრთელობაც არ შეგვერყეს?

წესები მარტივია:

  1. მშიერ კუჭზე არასოდეს არ დაიწყოთ საჭმლის მომზადება. შიმშილის შემოტევის დროს ეცადეთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ, თუნდაც საღეჭი რეზიონი ჩაიდოთ პირში. ასე, მართალია, ცრუ მაგრამ დანაყრების შეგრძნება დაგეუფლებათ და სასუსნავზე ხელი არ წაგცდებათ.
  2. კერძი იოდიზირებული მარილით შეაზავეთ. საქმე ისაა, რომ იოდი ორგანიზმში ცხიმების წვის კატალიზატორია.
  3. დილით, უზმოზე, სირჩა ზეითუნის ზეთი დალეთ – ნივთიერებათა ცვლას გაიუმჯობესებთ.
  4. თუ ხორცეული გიყვართ, უმჯობესია, შემწვარი ან მოხარშული სოკოთი ჩაანაცვლოთ. სოკო ისეთივე ყუათიანია, როგორც ხორცი, მაგრამ გაცილებით ნაკლებ კალორიული (100 გრამი სოკო 25 კკალორიას შეიცავს).
  5. ეცადეთ, მეორე კერძი შედარებით ცხარე იყოს, ტკბილეულისადმი ლტოლვას ჩაგიხშობთ.
  6. სადილის წინ ფინჯანი ბულიონი მიირთვით. ასე დანაყრების შეგრძნება დაგეუფლებათ და ძირითადად კერძს გაცილებით ნაკლებს შეჭამთ.
  7. ძირითადი კერძის მირთმევამდე ასევე სასურველია, ორი ნატეხი შაქარი შეჭამოთ, რის შედეგადაც სისხლში გლუკოზის დონე აიწევს და შიმშილის გრძნობა ნაკლებად შეგაწუხებთ. ეს კი დაგეხმარებათ რომ ზედმეტი საკვები არ მიიღოთ.
  8. ეცადეთ, პურეულზე საერთოდ უარი თქვათ.
  9. როგორც წესი, დასვენების დღეებში მადა ძლიერდება. ამიტომ გამოსასვლელ დღეებში ეცადეთ საკვების მიღებამდე რამოდენიმე წუთი ირბინოთ, რაც ტვიში სეროტონინის გამომუშავებას აძლიერებს, ეს ჰორმონი კმაყოფილების შეგრძნებას აჩენს და მადას თრგუნავს.
  10. ტკბილეულის მოყვარულთათვის რეკომენდებულია, საყვარელი ნამცხვრები და შოკოლადი ტკბილი ხილითა და ხაჭოთი ჩაანაცვლოთ.
  11. საკვები ყოველ სამ საათში მცირე ულუფებით უნდა მიიღოთ. ამის წყალობით ნივთიერებათა ცვლას საჭირო დონეზე შეინარჩუნებთ და ორგანიზმს კალორიების მომარაგება არ დასჭირდება.
  12. მხოლოდ სალათებით ნუ შემოიფარგლებით. მათთან ერთად მიირთვით მხოლოდ მჭლე, მოხარშული ხორცი. ასე გაცილებით უკეთ დანაყრდებით.
  13. ორგანიზმი B6 ვიტამინით რეგულარულად მოამარაგეთ, რაც ხელს უწყობს ჰორმონ სეროტინინის გამომუშავებას. ყველაზე დიდი რაოდენობით სეროტონინს ქამა სოკო და რძის პროდუქტები შეიცავს.
  14. დაივიწყეთ რომ თქვენს სახლში ლიფტი არსებობს. კიბეებზე ფეხით ადით. ასე 10 წუთის განმავლობაში 83 კალორიას დაწვავთ, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ველოსიპედით სიარულის დროს იხარჯება (10 წუთის განმავლობაში 72 კალორია)
  15. გამოიყენეთ ნაკლებკალორიული პროდუქტები, მაგრამ ისეთები, რომლებიც ანაყრებს. მაგალითად, ვაშლი, ყურძენი, მოხარშული კარტოფილი, მაკარონი.