ებრაული დიეტა
2-3 ზედმეტი კილოგრამის მოშორებას ებრაული დიეტა შეძლებს. მისი პრინციპია, ჩვეულებრივი რაციონიდან პროდუქტები არ ამოიღოს და ისინი სხვა პროდუქტებით არ ჩაანაცვლოს.
ამის ნაცვლად, ებრაელი დიეტოლოგები რაციონალურად კვებას გვირჩევენ და დასძენენ, რომ პროდუქტების თავსებადობის წესები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ.
წყურვილის მოკვლა მხოლოდ გაფილტრული ან ანადუღარი წყლით შეიძლება.
უზმოზე (I საუზმის წინ) უნდა დალიოთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი – ჩაის კოვზით, ან სუფრის კოვზით. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ 1 ჭიქა ნებისმიერი სახის იოგურტი, კეფირი ან მაწონი მიირთვით.
I საუზმე
ნებისმიერი ბოსტნეულის სალათი. ერთი ულუფა ფაფა (შვრიის, წიწიბურას), ცოტა მოხარშული სიმინდი ან ბარდა.
ორ დღეში ერთხელ, საუზმეზე ნებადართულია 1 მოხარშული კვერცხის ჭამა. საუზმის ბოლოს მწვანე ან შავი ჩაის დამატებაც შეიძლება.
II საუზმე
200-300 გრ. ნებისმიერი ხილი, შეარჩიეთ ისეთი, რომელიც ძალიან ტკბილი არაა.
სადილი
ცოცხალი ან მოხარშული ბოსტნეულის სალათი – მაგალითად , ვინეგრეტი.
ბოსტნეულის წვნიანი ან ბორშჩი, ასევე პატარა ნაჭერი მოხარშული ხორცი ან თევზი, რამდენიმე მცირე ზომის ან 1 დიდი ნაჭერი შავი პური.
დესერტად – შემწვარი ვაშლი.
სამხარი
300 გრ. არც ისე ტკბილი ნებისმიერი ხილი.
ვახშამი
1 ჭიქა ნებისმიერი იოგურტი ან მაწონი;
ხილის ნარევი: გამხმარი ფინიკი, ლეღვი, შავი ქლიავი და ნიგოზი (ბლენდერში შეურიეთ ერთმანეთს). ასეთი მარგებელი ნარევი კუჭისა და ნაწლავებისთვის მისწრებაა. თანაც შეგიძლიათ, ჩაისთან ერთად მიირთვით.