სტენოკარდიის დროს
სტენოკარდიისა და სისხლის მიმოქცევის უკმარისობის დროს, შეგვიძლია შემდეგი ბუნებრივი საშუალებები გამოვიყენოთ:
ერთმანეთში აურიეთ 1 ლ თაფლი, 10 ც ლიმონის წვენი, 10 თავი დანაყილი ნიორი, ჩაასხით მინის ქილაში, თავზე დაახურეთ და ერთი კვირა გააჩერეთ. მიიღეთ 4 ჩ/კ ერთ ჯერზე ყოველდღე (ნელა ჩაყლაპეთ). ეს ულუფა 2 თვის სამყოფია.
2 ს/კ კუნელის ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი და 10 წუთით ადუღეთ. გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ 3-4-ჯერ დღეში. კუნელი ტონუსს მატებს გულის კუნთს, შველის არითმიას და ტაქიკარდიას, აქვეითებს არტერიულ წნევას.
სტენოკარდიის დროს შეურიეთ ერთმანეთს თითო წილი კრაზანა, ფარსმანდუკი, ვალერიანის ფესვი. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი, 3 საათი გააჩერეთ, შემდეგ დადგით ცეცხლზე და 5 წუთი ადუღეთ. გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ 3-ჯერ დღეში.
გულის ფრიალის დროს – 1-2 ჩ/კ ლურჯ ღიღილოს დაასხით 1 ჩ/ჭ ადუღებული წყალი, 1 საათი გააჩერეთ. მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.
რა თქმა უნდა, ეს სამკურნალო საშუალებები დამატებითია იმ მკურნალობასთან ერთად, რასაც ექიმი დაგინიშნავთ.
გახსოვდეთ!
გულის დაავადებების დროს რეკომენდებული ხალხური მედიცინის რეცეპტები სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ. შეიძლება არასწორმა მიღებამ ან დოზის გადაჭარბებამ სავალალო შედეგი გამოიწვიოს…