დაავადებები, დერმატო–ვენეროლოგია

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგი)

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგი)სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგი) ისეთი ინფექციებია, რომელთა გადაცემა ხდება ინფიცირებულ ადამიანთან სქესობრივი კავშირის შედეგად.

ამ ინფექციებს ვენერიულსაც უწოდებენ. დღეისათვის ცნობილია 30-მდე სქესობრივი გზით გადამდები დაავადება.

მათგან ყველაზე გავრცელებულია შემდეგი დაავადებები:

  • სიფილისი
  • გონორეა (ტრიპერი)
  • ტრიქომონიაზი
  • ქლამიდიოზი
  • სასქესო ორგანოების ჰერპესი
  • მახვილწვეტიანი კონდილომები (სასქესო ორგანოების მეჭეჭები)
  • მიკოპლაზმოზი

(აივ/შიდსი და B ჰეპატიტი ასევე გადადის სქესობრივი გზით, მაგრამ ისინი არ მიეკუთვნებიან ვენერიულ დაავადებებს)

ინფექციის გადაცემის გზებია:

  • ყველა სახის სქესობრივი კონტაქტი – ჰეტეროსექსუალური, ჰომოსექსუალური (ანალური, ვაგინალური, ორალური);
  • შესაძლებელია ადამიანი დაინფიცირდეს საყოფაცხოვრებო გზით (მაგ. დაინფიცირებულის  თეთრეულის, პირსახოცის ხმარებით), მაგრამ გადაცემის ეს გზა იშვიათია;
  • შესაძლებელია სგგი-ს გადაცემა დაავადებული დედიდან ნაყოფზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.

თუ შესაბამისი მკურნალობა ჩატარებული არ არის, სგგი-ს მიმდინარეობა ხანგრძლივი და ტალღისებურhttps://lh4.googleusercontent.com/-pnO4eg2oqgo/T09YRbt7HKI/AAAAAAAACUM/ZTfzWx7uQiM/s300/trihom.jpgია, ხშირად გარეგნული ნიშნების გარეშე. თუ ადამიანი დაინფიცირებულია ნებისმიერი სახის სგგი-თ, თვითგანკურნება შეუძლებელია, ანუ სპეციალური მკურნალობის გარეშე ადამიანი ვერ განიკურნება.

რაც უფრო ადრე მიმართავს დაინფიცირებული ადამიანი ექიმს, მით უფრო ადვილია განკურნება და რაც მთავარია, თავიდან იქნება აცილებული სხვადასხვა გართულებები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს სგგი-ს.

სგგი-ს ნიშნებია:

  • ქავილი გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოებში
  • წვა სასქესო ორგანოების მიდამოებში
  • უჩვეულო გამონადენი
  • სიწითლე
  • წვა შარდვის დროს
  • გამონაყარი სასქესო ორგანოების არეში
  • წყლული
  • ტკივილი

აღნიშნული სიმპტომების არსებობა საკმარისი მიზეზია, რათა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

სგგი-ს გართულებებია:
  • დაავადება შეიძლება გადავიდეს ქრონიკულ სტადიაში, რაც ართულებს მკურნალობას;
  • დაავადება შეიძლება გადავიდეს შარდ – სასქესო სისტემაზე და გამოიწვიოს ანთებითი დაავადებები, იმპოტენცია;
  • როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში შეიძლება გახდეს უნაყოფობის ძირიტადი მიზეზი;
  • შეადგენს იმ გინეკოლოგიური პრობლემების 40%, რომლებსაც ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა (გინეკოლოგიური დაავადებები, ორსულობის შეწყვეტა, საშვილოსნოსგარე ორსულობა და ა.შ);
  • წარმოადგენს აივ-ინფექციისა და B ჰეპატიტის გადაცემის ერთ-ერთ რისკ — ფაქტორს
არსებობს სგგი-ს თავდაცვის საშუალებები, კერძოდ:
  • ოჯახური სიწმინდის დაცვა და ერთგულება ერთი სქესობრივი პარტნიორისადმი;
  • კონდომის გამოყენება ყველა სახის შემთხვევითი სქესობრივი კავშირის დროს;
  • პარტნიორების ერთდროული მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობა არაეფექტური  იქნება;
  • მკურნალობის დასრულებამდე სქესობრივი ცხოვრებისგან თავის შეკავება ან დროს კონდომის გამოყენება ყოველი სქესობრივი კონტაქტისას.