ძილის ხარისხი ადამიანის ჯანმრთელობის ანარეკლია
თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, მაშინვე ნუ შეშფოთდებით, რადგან ამ პრობლემას ორგანიზმი ნელ-ნელა მოაგვარებს, მაგრამ, თუ ეს გრძელდება დიდხანს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ სასწრაფოდ უნდა მიაქციოთ სათანადო ყურადღება ჯანმრთელობას.
აუცილებელია, ისწავლოთ სწორად სუნთქვა.
სწორად სუნთქვისა და სისხლის სისტემების საშუალებით მარაგდება ჩვენი ორგანიზმი ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით, იწმინდება და ახლდება ის. თუ ფილტვები წესრიგში არ არის, დღის განმავლობაში ეს თავს იჩენს მთქნარებით, ხოლო ღამით კი – ძილის სურვილით.
გაამახვილეთ ყურადღება თქვენი სუნთქვის სისტემაზე, თუ ნორმალურად დაძინებას მხოლოდ გამთენიისას ახერხებთ.
გულის დაავადებაზე მეტყველებს თვალების ქვეშ ჩალურჯებული რკალები, რაც მკვეთრად არის გამოხატული ძილის შემდეგ და დიდხანს არ ქრება. თუ ღამით დაძაბულს გძინავთ, გიწყდებათ სიზმრები, გეუფლებათ სევდა ან შიში, ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა სათანადოდ არ არის მოგვარებული, ეს აისახება ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. ამის განსაზღვრა კი სწორედ ძილის საშუალებით ხდება.
კუჭის ან საყლაპავი მილის დაავადებას გამცნობთ მშვიდი, მაგრამ ხანმოკლე ძილი. განსაკუთრებით მიხედეთ კუჭს, თუ ძილის შემდეგ ტუჩებზე პატარა ნახეთქები გიჩნდებათ და ყელი გიშუპდებათ, ასევე, თუ გაწუხებთ სხეულის ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა.
წვრილი ნაწლავის პრობლემების დროს, ძილში ძლიერდება ოფლიანობა, დილით კისრის გაბუჟება იჩენს თავს, ხოლო ტუჩებსა და პირის ლორწოვან გარსზე ჩნდება ნადები.
თუ დაძაბული გძინავთ, სტრესულ ან ინტიმურ სიზმრებს ხედავთ, ყურადღება მიაქციეთ წვრილი ნაწლავის მდგომარეობას.
თუ მსხვილი ნაწლავი წესრიგში არ გაქვთ, საღამოს ადრიანად შეგაწუხებთ ძილის მოთხოვნა, დაძინებისას კი – მოუსვენრობა. დილას, შესაძლოა, პირში ცუდი სუნი იგრძნოთ, მთელი დღის განმავლობაში კი – სისუსტე. მუდმივი მეტეორიზმიც მსხვილი ნაწლავის დაავადების მანიშნებელია.
როცა დღისით ძილის სურვილი გიჩნდებათ, იძინებთ, მაგრამ შფოთავთ და ვერ ისვენებთ, ყურადღება მიაქციეთ ელენთასა და კუჭქვეშა ჯირკვალს. ამ დროს, შესაძლოა, გაგიჩნდეთ ტკბილზე მოთხოვნილება, დილას გაგაღვიძოთ შემცივნებამ, შეგაწუხოთ ტერფების სიმძიმემ.
თუ დილით შეშუპებას გრძნობთ მუხლქვეშ, ესე იგი, წესრიგში არ გაქვთ ლიმფური და იმუნური სისტემა.
ყურადღება მიაქციეთ ღვიძლს, თუ სიზმრებს საერთოდ ვერ ხედავთ, დილით კი უმიზეზოდ გეწყებათ თავბრუსხვევა და თავის გამჭოლი ტკივილი.
სიზმარი თირკმელებისა და შარდის ბუშტის დისფუნქციის მქონე ადამიანებს მკვეთრად გამოხატული აქვთ, მაგრამ დილით მის გახსენებას ვერ ახერხებენ. ამ დროს, შესაძლოა, მხედველობის პრობლემებმაც იჩინოს თავი. ამ ორგანოების დაავადების დროს დამახასიათებელია ფხიზელი, ზერელე და წყვეტილი ძილი.