ორსულობის გამომთვლელი და ცნობარი
MColour Group
როგორ დავძლიოთ კრიზისი
როგორ დავძლიოთ კრიზისი:
- იტირეთ – ეს უარყოფითი ემოციებისგან გაგანთავისუფლებთ.
- გული გადაუშალეთ მეგობარს. ოღონდ იცოდეთ, რომ ჭკვიანური რჩევა-დარიგება არაფერში გჭირდებათ. ერთადერთი, რაც თქვენს დამძიმებულ გულს მალამოდ მოედება,თანაგრძნობაა.
- რაც შეიძლება მეტი იარეთ სუფთა ჰაერზე. გაისეირნეთ ბუნების წიაღში, შინ დაბრუნებულმა კი შხაპი მიიღეთ და საწოლს მიაშურეთ.
- ხელი მოჰკიდეთ სპორტს. ბანალურია, მაგრამ უდავო: როცა კუნთები მუშაობენ, ტვინი ისვენებს. დასვენებული გონება კი კრიზისს ახლოსაც არ გაიკარებს.
- შეიცვალეთ გარემო ამისათვის სულაც არაა აუცილებელი მაიამიზე გამგზავრება. საკმარისია, მეგობრებთან ერთად აგარაკზე გაატაროთ უქმეები.
- არსებობს კიდევ ერთი უტყუარი ხერხი – საყიდლებზე სიარული. შეიძინეთ ნივთი, რომელსაც დიდი ხანია თვალი დაადგით; არა აქვს მნიშვნელობა გამოსადეგია თუ არა იგი. ნურც ფული დაგენანებათ. შოპინგი კრიზისს კუდით ქვას ასროლინებს.
- და რაღა თქმა უნდა, ეწვიეთ სილამაზის სალონს. გვერწმუნეთ იქედან გახალისებული, გალამაზებული და ბედნიერი გამოხვალთ.