სასარგებლო რჩევები

ართროზს თაფლი “არ უყვარს”

თაფლიართროზს აჩენს ძვლებში მიმდინარე დისტროფიული პროცესები, სახსრებში მარილებისა და შარდმჟავას დაგროვებით იოგებისა და კაფსულების ცვლილებები.

ამ დროს ფერხდება ხრტილების კვება და ის თანდათან იშლება. ჯანმრთელ სახსრებში ცვეთა და აღდგენა ბალანსირებულია. დაავადებული ხრტილების ქსოვილი კი არ აღდგება.

ხრტილი ხდება უსწორმასწორო, წარმოქმნილი კალციუმის კრისტალების “ნემსები” მოძრაობის დროს აღიზიანებს ნერვების დაბოლოებებს და იწვევს ტკივილს. ართროზი ვითარდება 55 წლის შემდეგ.

სიმპტომები: ღამით სახსრების ტკივილი, ხრაშუნი, დილით გაძნელებული მოძრაობა, საღამოს გაადვილებული და უმტკივნეულოა.

ართროზი სისტემური დაავადებაა: ზიანდება ორგანიზმის ყველა სახსარი და ხრტილი, ამიტომ საჭიროა საერთო მკურნალობა. ძირითადი თერაპიაა არასტეროიდული (ანთებსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი) და დაავადების პროგრესირების შემანელებელი პრეპარატები.

მნიშვნელოვანია კვების რაციონი: უნდა შეიზღუდოს ხორცი, რაფინირებული და თერმულად დამუშავებული საკვები, რომელიც შეიცავს ნაკლებ მინერალებსა და ტუტე მარილებს. სასარგებლოა თხის რძე, რძის შრატი, ხბოს ძვლის ბულიონი, კომბოსტოს წვენი, ნიახურის ღეროები და ფესვები, ტყის კენკრა.

რაც მთავარია, საკვები, რომელიც ართროზს “არ უყვარს”, არის თაფლი, რომელიც დაავადებულს შეუძლია ჭამოს და კომპრესადაც გამოიყენოს მტკივნეულ ადგილებზე.