სასარგებლო რჩევები

რა იწვევს მუხლების ტკივილს

მუხლების ტკივილიმუხლის სახსრის ტკივილს ბევრი რამ იწვევს. უპირველესად კი ტრავმები (მენისკის დაზიანება, მყესის დაჭიმვა ან გაწყვეტა).

სახსრების ტკივილის 80%-ის მიზეზი ხრტილების ქსოვილის კვების დარღვევაა, ასევე დამნაშავეა მემკვიდრეობითობა, ინფექციები, ენდოკრინული დაავადებები. სახსრების ტკივილი – ართროზი შეიძლება დაემართოს ახალგაზრდასაც.

ართროზის დროს სახსრები რეაგირებენ ამინდის ცვლილებაზე. სიცივეში სახსრებში იწყება ყრუ ტკივილი, სითბოში – მშვიდდება. მუხლის გარშემო იწყება შეშუპება, ღამით – ტკივილი. სახსრების დაავადება რომ არ გართულდეს, საჭიროა ტკივილის შეგრძნებისთანავე მიმაროთ ექიმ-რევმატოლოგს, რომელიც გამოიკვლევს დაავადების ხარისხს და დაგინიშნავთ მკურნალობას.

არც ერთ მალამოს ან აბს არ შეუძლია გააუმჯობესოს სახსრებში სისხლისა და საკვები ნივთიერების მიწოდება, ამიტომ ექიმები გვირჩევენ კომპლექსურ მკურნალობას.

რეკომენდებულია: ცურვა, ტანვარჯიში (ფეხებით “მაკრატლისა” და “ველოსიპედის” ვარჯიშები).
ფიზიოთერაპია – გველის ან ფუტკრის შხამით დამზადებული მალამო;

ძლიერი ტკივილის დროს ინიშნება ანთებსაწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი წამლები – ხონდროპროტექტორები.

აუცილებელია წონაში დაკლება და კალციუმით მდიდარი პროდუქტის რაციონში გათვალისწინება (ჭერამი, ლეღვი, ფინიკი, რძე, ხაჭო, ყველი) და დღეში 1,5 ლ წყლის დალევა.