ჯანმრთელი კვება

სელენი აფერხებს დაბერების პროცესს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს 

სელენი აფერხებს დაბერების პროცესს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს თანამედროვე ეპოქაში ძალიან არის გავრცელებული ე.წ. ნაადრევი სიბერის სინდრომი, გახშირებულია ისეთი დაავადებები, რაც ადრე ხანდაზმულების პრობლემა იყო მხოლოდ, მაგალითად: ინფარქტი, ოსტეოპოროზი, ოსტეოქონდროზი, სიმსივნეები და სხვა. ბევრ ახალგაზრდას უკვე დაღლილი გამომეტყველება აქვს, სულ რაღაც 35 წლის ასაკში ზოგიერთს სახეზე ნაოჭებიც უჩნდება.

გაუთავებელი დაღლილობა, ნაადრევი დაბერების პროცესი, სხვადასხვა დაავადება – ეს ყველაფერი ორგანიზმის გამოფიტვის შედეგია.

არსებობს  ნივთიერება სელენიუმი (Se), რომელიც უჯრედების გადაგვარებას და დაბერების პროცესს აფერხებს, ასევე არ აძლევს ვირუსებს საშუალებას ადამიანის ორგანიზმი გაანადგურონ.

სელენიუმი – ძლიერი ანტიოქსიდანტი და მნიშვნელოვანი მიკროელემენტია. ასაკთან ერთად ჩვენს უჯრედებში სელენის შემადგენლობა მცირდება, იმუნური სისტემა სუსტდება და ადამიანი დაუცველი ხდება სხვადასხვა ინფექციებისაგან, გულის დაავადებებისა და სიმსივნეებისგან.

დღევანდელ  პირობებში სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთიერებები კიდევ უფრო დიდი ინტენსიურობით გვეცლება ორგანიზმიდან. ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ 35 წელი უკვე სიბერის დასაწყისია.

სელენი არის უნიკალური ნივთიერება, რომელიც გარდა იმისა, რომ გვიცავს უამრავი დაავადებისგან, აფერხებს დაბერების პროცესს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. სელენი იცავს ღვიძლს ნეკროზისა და დაშლისაგან, ორგანიზმს  იცავს მოწამვლისგან,  გამოაქვს ორგანიზმიდან მძიმე მეტალები. სელენის დეფიციტის დროს 6-ჯერ მეტია ბრონქული ასთმით დაავადების რისკი  და ა.შ.

რა პროცესებს არეგულირებს სელენი:

  • არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას, რადგან ის ააქტიურებს მთავარ თიროიდულ ჰორმონს;
  • აახალგაზრდავებს სისხლძრღვების, გულის, სახსრების ჰორმონწარმომქმნელი ორგანოების უჯრედებს, მონაწილეობს კოფერმენტ Q-10  სინთეზში;
  • აჩერებს კიბოს განვითარებას: სელენი ებრძვის კიბოს უჯრედების მუტაციას. კვლევის მიხედვით, პრეპარატის ორთვიანი მიღების შედეგად, ასაკში შესულ ადამიანებში ლიმფოციტების რეაქცია მუტაგენებზე გაიზარდა 79%–ით და მიაღწია ჩვეულებრივ დონეს, რაც ახასიათებს ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმს.
  • პროსტატის, საშვილოსნოს , მკერდის და სხვა კიბოების პროფილაქტიკა;
  •  აძლიერებს და აღადგენს იმუნურ სისტემას;
  • სელენი არის ვიტამინ E–ზე 500–ჯერ მეტად ძლიერი ანტიოქსიდანტი;
  • არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. სელენის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის ტემპის შენელება და სიმსუქნე;
  • აძლიერებს გულს და ამცირებს გულის დაავადებების რისკს. სისხლში სელენის დაბალი დონის გამო ადამიანი დაუცველი ხდება გულის დაავადებებისგან, კორონალური დაავადების რისკი 70% –ით მეტია სელენის ნაკლებობისას. აგრეთვე არტერიების ბლოკირების ალბათობა იზრდება დეფიციტის დროს;
  • აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. კარგ ეფექტს ახდენს რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, ასთმისა და სხვა დაავადებების, მაგალითად კოლიტისა და ფსორიაზის დროს.
  • სელენი წამყვან როლს ასრულებს ენერგიის გამომუშავებაში.

აფთიაქებში სელენი სხვადასხვა ფორმით არის წარმოდგენილი:

  • ნატურალური სელენი, რომელიც მიიღება წითელი წყალმცენარისგან;
  • დრაჟირებული სელენი (მისი მიღება შეიძლება მცირე ხნით);
  • ორგანული – ხელოვნური (ასევე მცირე ხნით შეიძლება მისი მიღება);
  • მინერალური სელენი (არაორგანული) –  (მისი მცირე ხნით შეიძლება მიღება).

აუცილებლად მიიღეთ ექიმის რეკომენდაციით.