ჯანმრთელი კვება

როგორ მოვიქცეთ საკვებით მოწამვლისას?

საკვებით მოწამვლაყველაზე მეტად გავრცელებულია საკვებით – ძველი პროდუქტებით, უხარისხო სასმლით, შხამასოკოთი – მოწამვლა.

შედეგები სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, მსუბუქი დისკომფორტით დაწყებული, ინვალიდობითა და სიკვდილით დამთავრებული (უპირატესად – ბოტულიზმისა და მეთილის სპირტით მოწამვლის შემთხვევაში).

უქეიფობის პირველი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს საკვების ან სასმლის მიღებიდან 5-6 ან 12-14 საათის შემდეგ. ისინი ყველასთვის ნაცნობია: ღებინება, ფაღარათი, ძლიერი საერთო სისუსტე, ტკივილი მუცლის არეში.

ვიქცევით ასე:
დალიეთ 5-6 ჩაის ჭიქა გადადუღებული თბილი წყალი, შემდეგ ენის ძირზე ზეწოლით შეეცადეთ გამოიწვიოთ ღებინება. ეს პროცედურა გაიმეორეთ 3-4-ჯერ. შემდეგ მოამზადეთ ნარევი ასეთი პროპორციით: 1 ტაბლეტი აქტივირებული ნახშირი მეოთხედ ჩაის ჭიქა გადადუღებულ თბილ წყალზე – და მიიღეთ 1 ჭიქა დღეში 3-ჯერ.

იმავდროულად ეცადეთ მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე: ჩაი, წყალი, გვირილის ნაყენი. ამით აღადგენთ ორგანიზმის წყალმარილოვან ბალანსს. სვით ნელა, პატარა ყლუპებით, თორემ თავს ისევ ცუდად იგრძნობთ. მოწამვლის პირველ დღეს სჯობია არაფერი ჭამოთ, მომდევნო რამდენიმე დღეს, ეცადეთ, დამზოგველი დიეტა დაიცვათ. რაციონიდან ამოიღეთ კონსერვები, შოკოლადი, გაზიანი სასმელი, ცხარე, ცხიმიანი, მლაშე, შემწვარი პროდუქტი.

უპირატესობა მიანიჭეთ წყალზე დამზადებულ ფაფებს, მოხარშულ ბოსტნეულს, უცხიმო მოხარშულ ხორცს, თევზს, კისელს. წამლები საჭირო არ არის – ორგანიზმი თავად გამოდევნის ტოქსიკურ ნივთიერებებს.