სასარგებლო რჩევები

ტეკილა – სასარგებლო სასმელი

ტეკილა - სასარგებლო სასმელიმეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პოპულარული მექსიკური სასმელი ტეკილა შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აწუხებს.

რა დაავადებებს შველის ეს სასმელი?

ტესტებმა აჩვენა, რომ ტეკილას ძირითად კომპონენტს – მექსიკური ლურჯი აგავის ექსტრაქტს, კუჭის კიბოსა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების სხვა დაავადებების პროფილაქტიკის უნარი აქვს. მექსიკელმა მეცნიერებმა უამრავი პრეპარატი წარმოადგინეს, რომლებიც კუჭ-ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ შეიძლებოდა გამოეყენებინათ, მაგრამ ყოველი მათი ცდა უშედეგოდ დასრულდა.

მეცნიერებმა მიზანს ვერ მიაღწიეს, რადგან კუჭის წვენი პრეპარატების შემადგენელ ყველა ნივთიერებას შლიდა. მხოლოდ ლურჯი აგავის ექსტრაქტი, რომელიც ფრუქტინის განსაკუთრებულ ნივთიერებებს შეიცავს, არ დაექვემდებარა კუჭის წვენის ზემოქმედებას.

ეს გამოკვლევა მომავალში ხელს შეუწყობს კუჭ-ნაწლავის სერიოზული დაავადებების სამკურნალო ახალი პრეპარატის შექმნას.