სასარგებლო რჩევები

საზამთრო, როგორც იმპოტენციის საწინააღმდეგო წამალი

საზამთროდოქტორ ბხიმ პატილის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა გამოკვლევებმა, რომელიც არის ტეხასის ხილისა და ბოსტნეულის შესწავლის ცენტრიდან, აჩვენეს, რომ საზამთრო შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ორგანიზმზე ვიაგრის მსგავსად მოქმედებს, მათ შორის, ზრდის ლიბიდოს.

“რაც უფრო მეტად ვსწავლობთ საზამთროს, უფრო მეტად ვაცნობიერებთ, თუ რამდენად მდიდარია ეს ნაყოფი ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებით”, – თქვა დოქტორ პატილმა.

ხილი და ბოსტნეული, როგორც ცნობილია, მდიდარია საკვები ნივთიერებებით, რომელთა შორის უმეტესობაც ბიოლოგიურად აქტიურია.

ნაწილობრივ, საზამთრო შეიცავს ლიკოპინსა და ბეტა–კაროტინს, რომლებიც ანტიოქსიდანტებს წარმოადგენენ და რომელთაც უნარი აქვთ, დაბერების პროცესი თავიდან აგაცილოთ, აგრეთვე, დამცავ მოქმედებას ახორციელებენ გულზე, კანსა და პროსტატაზე. ადრე ითვლებოდა, რომ ლიკოპინს ძირითადად შეიცავდა პამიდორი და წითელი გრეიპფრუტი. ახლა, ცნობილი გახდა, რომ მის საკმაოდ მაღალ კონცენტრაციას შეიცავს საზამთროც.

აგრეთვე, საზამთროში არის ძალიან ძვირფასი ბუნებრივი ამინომჟავა ციტრულინი, რომლის ორგანიზმზე მოქმედების გამოკვლევა ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. იმ ეფექტებს შორის, რომლებიც ამ ნივთიერებითაა აღმოჩენილი, არის ვიაგრის მსგავსი ეფექტიც.

ცნობილია, რომ ორგანიზმში ციტრულინი გარდაიქმნება მეორე ნივთიერებად ამინომჟავა – არგინინად, რომელიც გულ–სისხლძარღვთა და იმუნურ სისტემაზე მოქმედებს. არგენინს სისტემაზე მოქმედების ისეთი ეფექტი აქვს, როგორც ვიაგრას, ამიტომ უნარი აქვს, სამკურნალო ეფექტი აღმოუჩინოს ერექციული დისფუნქციის შემთხვევაში.

ნათელია, რომ არსებობს უამრავი ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ ერექციის პრობლემების გამოწვევა, მაგრამ ციტრულინს, რომელსაც საზამთრო შეიცავს, დახმარების უნარი აქვს იმ შემთხვევაში, თუ ერექციის პრობლემის მიზეზი სისხლის მიმოქცევის დარღვევაა. ამას გარდა, ციტრულინს, მისი სისხლძარღვთა გაფართოების ეფექტის უნარის გამო, შეუძლია სტენოკარდიის, ჰიპერტონიისა და რამდენიმე სხვა გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მკურნალობა, ამასთან, ყოველგვარი გვერდითი ეფექტების გარეშე.

ამიტომ მიიჩნევა საზამთრო,  როგორც იმპოტენციის საწინააღმდეგო წამალი