ჯანმრთელი კვება

ზოგიერთი დაავადების პროფილაქტიკისათვის სასარგებლო პროდუქტები

გარგარი - პროფილაქტიკისათვის სასრგებლო გთავაზობთ ზოგიერთი დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის სხვადასხვა ხილის, ციტრუსისა და საკვების ჩამონათვალს:

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები:
გარგარი – უხვად შეიცავს ბეტა-კაროტინს და ამცირებს ინფარქტისა და ინსულტის რისკს.
ვაშლი მდიდარია გულის კუნთებისთვის საჭირო კალიუმით.
ნიორი – უხვად შეიცავს ალიცინს, იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
მიწის თხილი (არაქისი) – შეიცავს ორ ამინომჟავას, მეთიონინსა და ლიზინს, უჯერ ცხიმოვან მჟავას, იცავს გულს.
ზეთისხილი – გლიკოზიდ ოლეუროპინის წყალობით აწესრიგებს არტერიულ წნევას.

წონაში მომატება:
ანანასი – შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც ცხიმს წვავენ. წითელი და თეთრი თავხვეული კომბოსტო ანანასის მსგავსად ხელს უწყობს ცხიმის წვას.

სოკო - სასარგებლო პროდუქტებიიმუნიტეტის გაძლიერება:
ფორთოხალი და კომბოსტო მდიდარია C ვიტამინით, რითაც ხელს უწყობენ იმუნიტეტის გაძლიერებას.
ხახვი – ფიტონციდებით ებრძვის ვირუსებს.
სოკო – შეიცავს თუთიისა და სელენის კომბინაციას, რაც დამცველის თვისებას სძენს მას.