ჯანმრთელი კვება

მარცვლეული არტერიულ წნევას აქვეითებს

მარცვლეულიმეცნიერებმა დაადგინეს, რომ საღი მარცვლეულის მოხმარება მამაკაცებში მაღალ არტერიულ წნევას აქვეითებს.

გამოკვლევის შედეგად, რომელშიც 40-დან 75 წლამდე ასაკის 31684 მაღალწნევიანი მამაკაცი მონაწილეობდა (სიმსივნე, ინსულტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადება გათვალისწინებული არ ყოფილა), დადგინდა, რომ საღი მარცვლეულის მოხმარებას უკუპროპორციული დამოკიდებულება აქვს მაღალი არტერიული წნევის განვითარების რისკის მიმართ.

ამასთანავე, მარცვლეულის ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები ოდენობით მომხმარებლებს შორის არტერიული წნევის მაჩვენებელთა სხვაობა 19% აღმოჩნდა. უკუპროპორციული ურთიერთდამოკიდებულება გამოვლინდა ქატოს მოხმარებასა და მაღალ არტერიულ წნევას შორისაც – ქატოს ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები ოდენობით მომხმარებლებს შორის წნევის მაჩვენებლების 15%-იანი სხვაობა იქნა აღრიცხული.