ჯანმრთელი კვება

კალციუმი ხელს უწყობს გახდომას

კალციუმი ხელს უწყობს გახდომასჭარბი წონის მქონე ავადმყოფები, რომლებიც იყენებდნენ კალციუმს დიეტაში, უფრო ინტენსიურად თავისუფლდებოდნენ ჭარბი წონისგან და კარგავდნენ ცხიმს ტანის არეში.

სტანდარტულ რედუქციულ დიეტას, 1200 მგ კალციუმს სპეციალური დანამატის სახით და 1200 მგ. კალციუმს საკვები პროდუქტების სახით ამატებდნენ.

ეპიდემიოლოგიური კვლევები ადასტურებენ, რომ კალციუმის მაღალი შემცველობა ამცირებს კალციტრიოლის პროდუქციას, რაც იწვევს ცხიმოვანი უჯრედების მიერ ცხიმის დაკარგვას და ცხიმოვანი ქსოვილის წვის მექანიზმების ამოქმედებას, და პირიქით, კალციუმის არასათანადო რაოდენობა ასტიმულირებს ცხიმების დაგროვების პროცეს.

ადამიანისთვის აუცილებელი კალციუმის დღეღამური ნორმალური რაოდენობა მერყეობს 1500-2500 მგ-ის ფარგლებში (საკვები პროდუქტებით მიღებული კალციუმის გათვალისწინებით).