სარკოიდოზი
სარკოიდოზი უცნობი მიზეზით გამოწვეული სისტემური დაავადებაა, რომელიც არის უჯრედულ-იმუნური პასუხი რომელიღაც შეძენილ ან თანდაყოლილ ანტიგენზე.
მისთვის დამახასიათებელია ანთებადი გრანულომატოზური წარმონაქმნების განვითარება ქსოვილებში. პათოლოგიურმა პროცესმა შესაძლოა მოიცვას ნებისმიერი ორგანო ან სისტემა. ყველაზე ხშირად ზიანდება ფილტვები, კანი, თვალები და ლიმფური კვანძები.
სარკოიდოზი ხასიათდება ქრონიკული მიმდინარეობით. სარკოიდული გრანულომები განსხვავდება ტუბერკულოზურისგან ნეკროზული ცვლილებების არარსებობით.
სარკოიდოზის დროს დაზიანებულ ორგანოებში ვითარდება ფიბროზი, რასაც შედეგად მოჰყვება მათი ფუნქციის მყარი მოშლა.
დაავადება იწყება 20-50 წლის ასაკში და ძირითადად ავადდებიან ქალები. იგი მიმდინარეობს მწვავედ ან ქვემწვავედ. სარკოიდოზი უფრო ხშირად გამოვლინდება სწრაფად 1-2 კვირის მანძილზე. მისი კლინიკური სურათი დამოკიდებულია ანთებადი გრანულომატოზური პროცესის განვითარების ადგილზე და სისწრაფეზე.
დაავადებისთვის დამახასიათებელია:
- ცხელება;
- სწრაფი დაღლა;
- უხასიათობა;
- უმადობა;
- წონაში დაკლება;
რესპირაციული ჩივილები:
- ქოშინი;
- ხველა;
- უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში და მკერდის ძვლის უკან.
- კანზე კვანძოვანი ერითემული გამონაყარი;
- ართროპათია;
- სახის ნერვის დამბლა;
- ყბისუკანა ლიმფური კვანძების გადიდება.
სარკოიდოზის დასადგენად გამოიყენება:
- ლაბორატორიული გამოკვლევა;
- რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
სარკოიდოზის მკურნალობას ნიშნავს მხოლოდ პროფესიონალი ექიმი პაციენტის გამოკვლევებისა და საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით.