ხაჭო ებრძვის ქოლესტერინს
განურჩევლად ასაკისა, ხაჭო ყველასათვის სასარგებლოა.
მისი ცილა შეიცავს შეუცვლელ ამინომჟავებს – მეთიონინს, ტრიპტოფანს, ლიზინსა და ქოლინს, რომლებიც აუცილებელია ნერვული სისტემისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების ნორმალური მუშაობისთვის.
ხაჭო ხელს უწყობენ ორგანიზმიდან ქოლესტერინის და ზედმეტი სითხის გამოდევნას, აფერხებენ ათეროსკლეროზის განვითარებას.
ხაჭო შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს, მათ შორის ფოსფორსა და კალციუმს, A, B1 და B2 ვიტამინებს, ნახშირწყლებს, მაგნიუმს, კალციუმს, რკინას, ცხიმს.
კალციუმი ამაგრებს ძვლებს, კბილებსა და გულის კუნთებს, რკინა და B ჯგუფის ვიტამინები ხელს უშლიან სისხლში ქოლესტერინის დონის მომატებას.
სასურველია კვირაში 2-3-ჯერ 100 გ ხაჭოს მიღება. წონაში დასაკლებად, დიეტოლოგები დიეტაში ითვალისწინებენ უცხიმო ხაჭოს (100 გ ხაჭო სულ 86 კკალ-იაა).