სასარგებლო რჩევები

სად ვიპოვოთ ვიტამინები

ვიტამინებიზამთრის პერიოდში დახარჯული ვიტამინების გამო გაზაფხულს ორგანიზმი მოდუნებული ხვდება, რაც გარეგნობაზეც აისახება და განწყობაზეც.

ვიტამინების შესავსებად, ძვირად ღირებული პრეპარატების ნაცვლად რამდენიმე ხალხურ რეცეპტს შემოგთავაზებთ, თანაც ჩვენში არც ხილ-ბოსტნეულია ძნელად ხელმისაწვდომი, ამიტომ ამ პრობლემას ადვილად მოაგვარებთ.

ერთი საშუალო ზომის ლიმონი 1-2 წუთით ადუღებულ წყალში ჩაუშვით, შემდეგ ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, ან სახეხზე გახეხეთ, ორივე შემთხვევაში კანიანად. დაამატეთ უმარილო ნაღების კარაქი, 1-2 სუფრის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაისვით პურზე და ჩაისთან ერთად გემრიელად მიირთვით.

150 გრამ გახეხილ ვაშლს შეურიეთ ნახევარი ფორთოხლის წვენი, დაამატეთ 10 ცალი გარჩეული ნიგოზი. ნიგვზის ნაცვლად შეგიძლიათ ათქვეფილი ნაღები გამოიყენოთ, ფორთოხლის ნაცვლად კი – 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ან ამდენივე თაფლი. ეს გახლავთ დღიური ულუფა, ერთი ადამიანისთვის.