სასარგებლო რჩევები

გავითეთროთ კბილები

გავითეთროთ კბილებიადამიანის შეგრძნება და განწყობილება ბევრადაა დამოკიდებული მისი კბილების მდგომარეობაზე.

მოხუციც კი, თუ მას მაგარი, ჯანსაღი და თეთრი კბილები აქვს, თავს მხნედ და ახალგაზრდულად გრძნობს. დღეს უამრავი კბილის პასტა არსებობს, მაგრამ საინტერესოა, როგორ ისუფთავებდნენ მათ გარეშე კბილებს ჩვენი წინაპრები?

– კბილების გაწმენდის გავრცელებული საშუალება ძველ რუსეთში არყის ხის ნახშირის ფხვნილი იყო. ამ ფხვნილით კბილების გახეხის შემდეგ, პირში წყალს საგულდაგულოდ ივლებდნენ;

– სასარგებლოდ მიიჩნეოდა წიწვოვანი მცენარეების – ფიჭვის, ნაძვისა და ა.შ. საღეჭი ფისი. ფისს შემოდგომაზე იმარაგებდნენ და ნაჭრის ან ხის ქერქის კოლოფებით ინახავდნენ;

– კბილების გასაწმენდად წიწვოვანი ხის ტოტიც გამოდგება. ტოტს კანს აცლიან, შემდეგ ერთი მხრიდან რაიმე მძიმე საგნით კარგად ჩეჩქვავენ და ფუნჯს ამსგავსებენ (მისი დაღეჭვაც შეიძლება). ასეთმა “ფუნჯმა” თავისუფლად შეიძლება შეცვალოს ჯაგრისიც და პასტაც.

– კბილების გასათეთრებლად კიდევ სხვა მრავალი ხერხი არსებობდა. ბევრ ეთნოგრაფს აოცებდა აფრიკელი ტომის – ბერგდამების – კბილების თვალისმომჭრელი სიქათქათე. როგორც აღმოჩნდა, ისინი გამუდმებით ღეჭავდნენ ტყავის პატარა ნაჭერს.

– კბილებს ჩაიც ძალიან უხდება. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს სასმელი კბილის მინანქარს სხვადასხვა დაზიანებისგან იცავს. მსგავსი ქმედების უნარი აქვს ყურძნისა და ალუბლის წვენს, რძეს, ყავასა და სხვადასხვა სახის ყველს.