დიეტა

როგორ მივიღოთ საკვები?

როგორ მივიღოთ საკვები?ცილებით მდიდარ საკვებს ყველაზე უკეთესად ეთვისება წვნიანი ხილი და ბოსტნეული, შედარებით უარესად – ნახშირწყლებითა და სახამებლით მდიდარი სურსათი, ცუდად – ჭარხალი, თალგამი, გოგრა, სტაფილო, კარტოფილი, ბურღულის ფაფა.

ცხიმების უმრავლესობა ადვილად მოსანელებელია და ადვილადაც რჩება ორგანიზმში, ამიტომ გირჩევთ, ნაკლებცხიმიანი საკვები მიირთვათ.

100 გრამი კარაქის ენერგეტიკული ღირებულება 750 კილოკალორიაა, ერბოსი – 880, ღორის ქონი კი 840 კკალორიას გვაძლევს.

ნახშირწყლები. ერთ ჯერზე არ არის სასურველი ორი ან მეტი სახის სახამებლიანი საკვების, მაგალითად, პურის, კარტოფილისა და ფაფის, ან ფაფისა და პურის მიღება. ისინი, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ძნელად ეთვისებიან, იწვევენ ენერგეტიკულ სიჭარბეს და წონის მატებას. სახამებლით მდიდარი საკვების მიღება დღის პირველ ნახევარში სჯობს. რაც შეეხება ნახშირწყლებით მდიდარ ხილს, მისი მიღება არ შეიძლება ჭამასა და ჭამას შორის შუალედში – კუჭსა და წვრილ ნაწლავებში არსებულ ადრე მირთმეულ საკვებს ერევა ადვილად მოსანელებელი ხილი, რაც, საბოლოო ჯამში, ართულებს და არღვევს საჭმლის მონელებას. ხილის ჭამა სჯობს ცალკე, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. ამ ხნის განმავლობაში ის მოასწრებს წვრილ ნაწლავებში გადასვლას და მონელებას.