ჯანმრთელი კვება

რძე უნივერსალური პროდუქტი

https://lh6.googleusercontent.com/-sbh6xhjdULg/Tx7CX4ysgYI/AAAAAAAAA-w/hUU7NwXZAzM/s512/123_41.jpgრძე არა მხოლოდ სასარგებლო საკვები, შეიძლება ითქვას წამალიცაა, რადგან იგი არაფრით ჩამოუვარდება პრეპარატებს და კოსმეტიკურ საშუალებებსაც შეიძლება გაუწიოს სერიოზული კონკურენცია.

გარდა პირდაპირი დანიშნულებისა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს საოცარი სითხე:

  • თუ კოსმეტიკამ, ლინზებმა, ინფექციამ ან მტვერმა შეგაწუხათ და თვალები გაგიღიზიანათ შეგიძლიათ რძით ამოიბანოთ. რძეს ანთების საწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელი თვისებები აქვს;
  • თუ კომპიუტერთან მუშაობისას თვალები დაგეღალათ, ბამბის ორი ფთილა გრილი წყლით დაასველეთ და მცირე ხნით დაიდეთ. რძიანი საფენი აცხრობს შეშუპებულ ქუთუთოებსა და თვალების ქვემოთ ჩამოკიდებულ ტომრებს;
  • თაკარა სიცხეში რძე იმავე რაოდენობის წყლით გააზავეთ და დალიეთ, წყურვილი იშვიათად შეგაწუხებთ;
  • თუ ძილის წინ შიმშილმა კუჭი აგიწრიალათ, დალიეთ ჭიქა რძე.იგი შეაფერხებს კუჭის წვენის გამოყოფას და არც ზედმეტი კილოგრამებით დაგამძიმებთ;
  • თუ სლოკინმა შეგაწუხათ, ნელა-ნელა, ყლუპობით დალიეთ ერთი ჭიქა ცივი რძე;
  • თუ მარწყვის ან ჟოლოს გამო ალერგია გაგივითარდათ, დაუყოვნებლივ დალიეთ ერთი ჭიქა ცივი რძე.

ეს პროდუქტი თმის ბალზამის მაგივრობასაც გაგიწევთ:

დაბანილ თავზე რძე გადაივლეთ, 15 წუთი გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. რძე თმას აბრეშუმისებრ ბრწყინვალებას შემატებს.

რძეს დიდი წარმატებით იყენებენ კოსმეტიკაში:

ნივთიერებები რომლებსაც იგი შეიცავს, სწრაფად აღადგენს სახის კანის დაზიანებულ ქსოვილს, ხავერდოვნებასა და სინორჩეს სძენს მას.

  • თეთრი პური მომცრო ნაჭრებათ დაჭერით და ქაღალდის პაკეტით მაცივარში შეინახეთ. ყოველდღიურად აიღეთ ორი ნაჭერი, დაასველეთ თბილ რძეში და 20 წუთით დაიდეთ თვალებზე. ეს საუკეთესო გზაა თვალების ირგვლივ გაჩენილი ნაოჭების გასასწორებლად. კარგი იქნება ამგვარ საფენებს ერთი თვის განმავლობაში პროფილაქტიკის მიზნითაც გამოიყენებთ.
  • მომცრო ჭიქაში ჩაყარეთ ორი სუფრის კოვზი ფქვილი და იმდენი თბილი რძე დაასხით, რომ არაჟნისმაგვარი მასა მიიღოთ. წაისვით იგი სახეზე, გაიჩერეთ სანამ გაშრობას დაიწყებს და ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი შესანიშნავად კვებავს და ჭიმავს კანს, აქრობს წვრილ ნაოჭებს. ორი კვირის მანძილზე ყოველდღიურად ჩამოიბანეთ სახე რძით, 15 წუთის შემდეგ კი წყლით. ზუსტად ორ კვირაში საუცხოო ეფექტს მიიღებთ: კანი ახალშობილივით ხავერდოვანი გაგიხდებათ.

მშრალი კანი დროდადრო წყალგარეული თბილი რძით დაიბანეთ.