სიბერის საწინააღმდეგო საკვები
სიბერეს ვერავინ გაექცევა, მაგრამ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ არსებობს პროდუქტები, რომლებიც ახალგაზრდობას გვინარჩუნებს. ამჯერად რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ:
კომბოსტო – A ვიტამინის უხვი შემცველობის წყალობით ხელს უშლის კიბოს უჯრედების წარმოშობას, რომელთა გაჩენის რისკიც ასაკთან ერთად იმატებს. კომბოსტო შეიცავს კალციუმსაც, რომელიც ძვლებს ამაგრებს.
იოგურტი – კალციუმის, ძვლოვანი სტრუქტურისთვის აუცილებელი ელემენტის, იდეალური საბადოა. კალციუმი რძის ყველა პროდუქტშია, მაგრამ იოგურტში ამ ელემენტთან ერთად არის ბაქტერიებიც, რომლებიც ორგანიზმს კალციუმის უკეთ ათვისებაში ეხმარება.
მოცვი – მასში არის ნივთიერებები, რომლებიც ტვინის მუშაობას უწყობს ხელს. მოცვი განსაკუთრებით სასარგებლოა ხანდაზმულებისთვის, რადგან მეხსიერება სწორედ ამ ასაკში უარესდება.
წითელი ლობიო – ამ პროდუქტში ბევრია D, E, და A ვიტამინები, რომლებსაც დაზიანებული უჯრედების აღდგენის უნარი შესწევთ. ახალგაზრდობის შენარჩუნებას წითელი ლობიო თავისი ანტიოქსიდანტური თვისებითაც უწყობს ხელს.