სასარგებლო რჩევები, ჯანმრთელი კვება

როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი – რამდენიმე მეთოდი

როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმიცნობილია, რომ ტოქსიკური ნივთიერებები ორგანიზმიდან თირკმლების, ნაწლავებისა და კანის ფორების საშუალებით გამოიყოფა. გთავაზობთ ორგანიზმის გაწმენდის რამდენიმე მარტივ მეთოდს.

წყალი და მარილი:

დღე ჭიქა წყლით დაიწყეთ (250 გ). დალიეთ წყალი, შემდეგ ენაზე ცოტაოდენი მარილი დაიყარეთ და ვიდრე ბოლომდე არ გაიწოვება, არაფერი მიირთვათ. ასე გააგრძელეთ ერთი თვე მაინც. გაითვალისწინეთ: თუ უმარილო დიეტა გაქვთ დანიშნული, ამ მეთოდს ნუ მიმართავთ.

ზეითუნის ზეთი:

ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ერთი სუფრის კოვზი სუფთა ზეითუნის ზეთი მიირთვით. ეს მეთოდი თქვენს კანს სილამაზესა და სიჯანსაღეს შეუნარჩუნებს. თუ ამის გაკეთებას დღეში რამდენჯერმე ვერ მოახერხებთ, დილით, საუზმემდე მაინც არ დაივიწყოთ.

ჩაი:

ორგანიზმის მთავარი ფილტრი თირკმლებია. არსებობს შარდმდენი ჩაი (აფთიაქში იყიდება), რომელიც ორგანიზმის “გაფილტვრაში” დაგეხმარებათ. გარდა ამისა, მრავალი დიეტოლოგი დილით, უზმოზე, ახალგამოწურული წვენის დალევას გვირჩევს – ეს თირკმლების მუშაობას ასტიმულირებს. ამ მხრივ ძალიან სასარგებლოა საზამთროც.